არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
”ქურდულ სამყაროსთან” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დახურულ ფორმატში იხილავს
16:59 13-03-2018
”ქურდულ სამყაროსთან” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დახურულ ფორმატში იხილავს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დახურულ ფორმატში იხილავს.

კომიტეტის სხდომა, რომელმაც პირველი მოსმენით კანონში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილოს, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაიხურა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, საქმე ისეთ საკითხებს ეხება, რითაც შესაძლოა სახელმწიფო ინტერესებს გარკვეული საფრთხე მიადგეს.

სხდომის დახურვამდე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზოგადი განმარტება გააკეთა პროექტის არსთან და მიზანთან დაკავშირებით.

„კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულისა და ”ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ. წარმოდგენილი ცვლილებებით, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რაც დღეს დასჯადი არ არის და საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით დასჯადი იქნება. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია მოიცვას ყველა ის პირი, ვისაც ”კანონიერ ქურდებთან” და ”ქურდულ სამყაროსთან” აქვს კავშირი. სანქციები იქნება საკმაოდ მკაცრი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამის შემდეგ კომიტეტის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. საკომიტეტო მოსმენა დატოვეს, როგორც ჟურნალისტებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„თავისუფალი საქართველო“ - სახელისუფლებო მედიას გამოძიების მასალებს პროკურატურა აწვდის
„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს მიმართავს, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს