არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ნათია მეზვრიშვილი - გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა ნასვამ თუ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცავებს
18:05 13-03-2018
ნათია მეზვრიშვილი - გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა ნასვამ თუ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცავებს სამართალდამცავის შეურაცხყოფა არათუ 1000 ლარიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმით, არამედ 10 ათასი ლარითაც კი უნდა ისჯებოდეს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვერიშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღეს კრიტიკის საგანი იყო კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლითაც იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე და მათთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე. ამგვარი ქმედება 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე ძალაში რჩება 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობის შეფარდების ნორმა.

“საუბარია იმ ადამიანების შეურაცხმყოფლების, მაგინებლების, წინააღმდეგობის გამწევების მიმართ ჯარიმის გაზრდაზე, რომლებიც ამ დარბაზში მსხდომი ადამიანების უსაფრთხოებას ყოველდღიურად - დღისით და ღამით იცავენ. პირადად მე ამ თემაზე საუბარი მეუხერხულება. საუბარია ჯარიმის გაზრდაზე იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კანონის არამორჩილი მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თქვენ ახლა აქ მესაუბრებით იმაზე, რომ ვარღვევთ რაღაც საერთაშორისო პრინციპებს, ვეწინააღმდეგებით საკონტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, შემოგვაქვს არაკონსტიტუციური ნორმები, როდესაც ვზრდით ჯარიმის ოდენობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან პოლიციელების განა უკანონო მოთხოვნას - არ ემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. საუბარია კანონიერ მოთხოვნაზე!“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. ამავე ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობისთვის განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარიდან 1 000 ლარამდე, ნაცვლად დღეს არსებული 100 ლარისა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„თავისუფალი საქართველო“ - სახელისუფლებო მედიას გამოძიების მასალებს პროკურატურა აწვდის
„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს მიმართავს, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს