არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
ნათია მეზვრიშვილი ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის საქმეზე - არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გამართლებული იყო
13:14 16-04-2018
ნათია მეზვრიშვილი ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის საქმეზე - არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გამართლებული იყო არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, შსს-ს მკაცრი პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში ვერ აღსრულდება, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას ასეთ დანაშაულთან.

“ამ ადამიანს წარსულში ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის. მან მაშინ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ბრალი ედება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებუთ არის საკმაოდ მკაცრი. ვერ მოხდება ჩვენი მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ შემაკავებელი ორდერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„შემაკავებელი ორდერი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ მოძალადის ქცევის შეკავება და ძალადობის თავიდან არიდება მოახდინოს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის და როცა ასეთი შემთხვევებია, სათანადო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება - ეს იქნება დაკავება თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. შემაკავებელი ორდერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ მოძალადეები შევაკავოთ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს
12 აპრილს, გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონები მეგობართან იმალებოდნენ.
 ზვიად ფხაკაძე - მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული
მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და დაადასტურა, რომ ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული, - ამის შესახებ
 მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა, ექსპერტთა ჩვენებებით გამყარდა
დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა ამ ყველაფერში, ექსპერტთა ჩვენებებით აბსოლუტურად გამყარდა, - ამის შესახებ
 მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები
რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის
ცოტნე დადიანის გამზირზე ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით,
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ეჭვობს, რომ ლევან დადუნაშვილს ჭრილობები რამდენიმე დანით აქვს მიყენებული
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ ამავე შემთხვევისას მოკლულ ლევან დადუნაშვილსაც
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას,