არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
ბარნოვის ქუჩაზე მოკლულის დედა - ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა, ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი - რომ არ შევურიგდი, მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა
14:57 16-04-2018
ბარნოვის ქუჩაზე მოკლულის დედა - ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა, ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი - რომ არ შევურიგდი, მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლულის დედა, ნათია გობაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძე მასზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

"სულ ძალადობდა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ბოლოს თებერვალში დამხვდა სახლთან და მუქარით ჩამსვა მანქანაში. კუმისში თავის სახლში წამიყვანა. გზაზე მემუქრებოდა, ფეხები შემიკრა, დანას მიტრიალდება. კუმისის სახლში ჯაჭვით დამაბა და ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. მერე წამომიყვანა, მაგრამ რომ არ შევურიგდი, მუქარა გააგრძელა, რომ მე ან ჩემს შვილს მოკლავდა. იმ დღესაც მე და თაკო პოლიციაში ვიყავით. მე იქიდან ვაშლიჯვარში გამგზავნეს კიდევ რაღაც საკითხებზე, თაკო ბაღში ბავშვების გამოსაყვანად წავიდა. სულ ცუდი გრძნობა მიტრიალდება თავში, რადგან დილით კარებიც ვერ ჩავკეტეთ, საკეტი მოშლილი იყო. თაკოს ვურეკავდი და არ მპასუხობდა. მინდოდა მეთქვა, რომ დამლოდებოდა, მაგრამ ბოლოს იმან მიპასუხა და დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი, დედის სისხლში ამოსვრილი ბავშვები დამხვდნენ. ეს როგორ გააკეთა. პათოლოგი კი არის, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ამას ჩაიდენდა", - განაცხადა ნათია გობაძემ.

ამასთან, ნათია გობაძემ აღნიშნა, რომ მას ვეფხია ბაქრაძემ დაქორწინებაც აიძულა.

"ჩემი შვილები რომ მიშლიდნენ ურთიერთობას, ეს იცოდა. 30 მარტს სამსახურში მივდიოდი, დამხვდა, მუქარით მანქანაში ჩამსვა და იუსტიციის სახლში წამიყვანა. მე არ ვაპირებდი ხელის მოწერას, მაგრამ ისევ დამემუქრა. სიტუაციის გართულებას მოვერიდე და დავთანხმდი. 30 მარტიდან ჩვენ კანონიერი ცოლ-ქმარი ვართ. პოლონეთში უნდოდა ჩემთან ერთად წასვლა. ყველაფერზე ვთანხმდებიდი, რადგან მე მაისში ქვეყნის დატოვებას ვაპირებდი და ვფიქრობდი, რომ მოვიშორებდი თავიდან“, - განაცხადა გობაძემ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს
12 აპრილს, გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონები მეგობართან იმალებოდნენ.
 ზვიად ფხაკაძე - მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული
მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და დაადასტურა, რომ ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული, - ამის შესახებ
 მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა, ექსპერტთა ჩვენებებით გამყარდა
დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა ამ ყველაფერში, ექსპერტთა ჩვენებებით აბსოლუტურად გამყარდა, - ამის შესახებ
 მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები
რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის
ცოტნე დადიანის გამზირზე ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით,
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ეჭვობს, რომ ლევან დადუნაშვილს ჭრილობები რამდენიმე დანით აქვს მიყენებული
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ ამავე შემთხვევისას მოკლულ ლევან დადუნაშვილსაც
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას,