არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
15:08 16-04-2018
ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა პროკურატურის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის მიმართ, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელს გ.ბ.-ს, ხოლო მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ი.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გ.ბ. და ი.ბ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მარიამ კუბლაშვილი - მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია
მალხაზ მაჩალიკაშვილის დღევანდელი გამოკითხვა საინტერესო და საოცარი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში გამოკითხვის შემდეგ
ადვოკატი - მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოიკითხა - ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები
დღევანდელ გამოკითხვაზე კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათთან მალხაზ მაჩალიკაშვილს, - ამის შესახებ
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე 2380 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
1-ელი ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ელი ივლისიდან დღემდე
სუს-მა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
სუს-მა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო,
ადვოკატი - ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება
ვანო მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა
ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შევიდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა,
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს
ალბათ, ხელისუფლების ინტერესია მთლიანად გამანადგუროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
ადვოკატი - აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე საჭირო მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას გაუგებარს უწოდებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოკითხავენ
მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მაჩალიკაშვილი სუს-ში 12:00 საათზე მივა.