არქივი
«« აპრილი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
ადვოკატი - წარმოდგენილ ჩანაწერზე არ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ხმა ჩატაევს ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, საეჭვოა, რატომ მოხდა ამ თემის წამოწევა ახლა
18:24 16-04-2018
ადვოკატი - წარმოდგენილ ჩანაწერზე არ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ხმა ჩატაევს ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, საეჭვოა, რატომ მოხდა ამ თემის წამოწევა ახლა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება, არც ერთ ბრალდებულთან არაა შემხებლობაში. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის რუსლან ალდამოვის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, მოწმის ჩვენება არაფრისმომცემი იყო, ვინაიდან მან ძირითადად ახმედ ჩატაევის პიროვნებაზე ისაუბრა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში, მოწმის ჩვენება არაფრისმომცემია. ინციდენტზე, რომელზეც მან დაკითხვისას ისაუბრა, დაახლოებით 2015 წელს მოხდა. წარმოდგენილ ჩანაწერზე არ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ხმა ნამდვილად ახმედ ჩატაევს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე საკმაოდ საეჭვოა, რატომ მოხდა ამ თემის წამოწევა ახლა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მოწმის ჩვენების რეალურობაში ეჭვი შეაქვს კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატს იმედა ქარქაშაძეს.

„ამ მოწმის დაკითხვა, ხავსზე მოკიდებას გავს ბრალდების მხარისგან და ამით სურთ რაღაცის წარმოჩენა. ახმედ ჩატაევს თუ ინფორმაციის მიწოდება ან მუქარის გამოგზავნა უნდოდა, არსებობს სხვა არხები, მათ შორის ინტერნეტსაშუალებები, რომელზეც შეეძლო პირდაპირ დაედო ეს მიმართვა და არანაირი შუამავალი მას არ დასჭირდებოდა. ეს უფრო მოგონილს გავს ვიდრე რეალურს“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა, რომ მოწმემ, რომელიც ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაიკითხა, იმ მუქარაზე ისაუბრა, რომელიც ახმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას ნოემბრის სპეცოპერაციამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე გამოუგზავნა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი - მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი, რადგან სასამართლოს განჩინება 6 აპრილამდეა გაცემული, დღეს კი 20 აპრილია
მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი, რადგან სასამართლოს განჩინება 6 აპრილამდეა გაცემული, დღეს კი 20 აპრილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა
შსს ადასტურებს, რომ მოქალაქე მარიამ ჭანტურის კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოქალაქე მარიამ ჭანტურის კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.
გიორგი ჭანტურიას ოჯახი აცხადებს, რომ მათ მიმართ ფარული მიყურადება მიმდინარეობდა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი
ოჯახი გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებს
ოჯახი გორიდან გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე მუხლით
კახეთში მესაზღვრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მესაზღვრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ს მუხლით
 სააპელაციო სასამართლოთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი გაიმართა
სააპელაციო სასამართლოთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი გაიმართა. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, უზენაეს
 მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდადან რამდენიმე კილომეტრში მდებრე სასაზღვრო პუნქტში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან
თემქაზე მეექვსე სართულიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა
თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გოგონა მიღებული
ვახტანგ გომელაური საქართველოში საბერძნეთის ელჩს და პოლიციის ატაშეს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, საქართველოში საბერძნეთის ელჩს,
მირზა სუბელიანი - ბრალდება, თითქოს მე მაქვს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, აბსურდულია
საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარში ფიგურირებს, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს