არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
18:26 16-04-2018
პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული ვეფხია ბაქრაძისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული თ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.ბ. 2018 წლის 14 აპრილს, გარდაბნის რაიონის, სოფელ თელეთში, ხოლო თ.ბ. ქ. თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ვ.ბ-მ თავის გერს თ.გ.-ს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით, გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვ.ბ.-მ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ პირადად უამბო თ.ბ.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა ვ.ბ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ.-ს (მოკლული თ.გ.-ს დედა) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის შეწყალების აქტის საფუძველზე ვ.ბ. შეწყალებული იქნა. მას მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა, რის საფუძველზეც პენიტენციური დაწესებულებიდან 2017 წლის 25 მაისს გათავისუფლდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, ვ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს
12 აპრილს, გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონები მეგობართან იმალებოდნენ.
 ზვიად ფხაკაძე - მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული
მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და დაადასტურა, რომ ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული, - ამის შესახებ
 მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა, ექსპერტთა ჩვენებებით გამყარდა
დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა ამ ყველაფერში, ექსპერტთა ჩვენებებით აბსოლუტურად გამყარდა, - ამის შესახებ
 მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები
რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის
ცოტნე დადიანის გამზირზე ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით,
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ეჭვობს, რომ ლევან დადუნაშვილს ჭრილობები რამდენიმე დანით აქვს მიყენებული
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ ამავე შემთხვევისას მოკლულ ლევან დადუნაშვილსაც
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას,