არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას ითხოვს
20:49 16-04-2018
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას ითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, ასევე, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონული პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა განუცხადა.

თამარ ავალიანი გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამასთან, გივი ტატუნაშვილთან ერთად 11.00 საათიდან საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა. როგორც მან პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, დაზარალებული მხარე ოფიციალურად გაეცნო გამოძიების მიმდინარეობას და დღეს მათთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ორი მუხლით მიმდინარეობს.

“ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. დღის პირველ ნახევარში ჩვენ შევხვდით საქმის პროკურორს, გამომძიებლებს და საგამოძიებო ჯგუფს, ასევე, საოლქო პროკურორს. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ველით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ პროკურატურაში განგვიცხადეს და ჩვენც ვიცით, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს, შესაძლოა გართულდეს სიკვდილის მიზეზის სრულყოფილი შედეგის დადგენა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. ჩვენ გამომძიებლებს ვუთხარით, რომ ვითხოვთ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი. ამასთანავე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვნახეთ, რომ ცხინვალის მხარეს არ გადმოუცია ქართული მხარისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია. ქართველმა სამართალდამცველებმა და გამომძიებლებმა მზაობა გამოთქვეს ჩვენთან, რომ ისინი სამომავლოდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან”, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ასევე არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის გაეცნო მხოლოდ საქმის მასალებს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს
12 აპრილს, გორიდან გაუჩინარებული დები სამართალდამცავებმა რუსთავში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონები მეგობართან იმალებოდნენ.
 ზვიად ფხაკაძე - მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული
მოწმემ განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ბრალდებულს ჰქონდა დანა და დაადასტურა, რომ ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც პასუხისგებაშია მიცემული, - ამის შესახებ
 მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა, ექსპერტთა ჩვენებებით გამყარდა
დაცვის მხარის პოზიცია, რომ გაცილებით მეტი დანა და ადამიანი ფიგურირებდა ამ ყველაფერში, ექსპერტთა ჩვენებებით აბსოლუტურად გამყარდა, - ამის შესახებ
 მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები
რაც მომისმენია იქიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ბრალდებულები არიან, ესენი არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
 ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა - ყველას ვთხოვ, ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს
ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის
ცოტნე დადიანის გამზირზე ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით,
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ეჭვობს, რომ ლევან დადუნაშვილს ჭრილობები რამდენიმე დანით აქვს მიყენებული
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ ამავე შემთხვევისას მოკლულ ლევან დადუნაშვილსაც
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას,