არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ევროპოლთან შეთანხმებით, თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს
18:08 19-04-2018
ევროპოლთან შეთანხმებით, თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა.

„ამჯერად, სპეცოპერაცია საქართველოში ჩატარდა. ევროპოლთან შეთანხმებით, მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. თბილისში, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში - 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი, თბილისში, მუხიანი მე-3 მიკრორაიონში კი - 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი.

ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ევროპოლთან აქტიურ თანამშრომლობას და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ინტენსიურ ღონისძიებებს.
ქურდულ სამყაროსთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაუჭირა მხარი და მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება და დანაშაულად ცხადდება მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა, კერძოდ: ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, - აღნიშნა ჭელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის
გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციას არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,
ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია
ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება,
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა
სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,
ზაზა სარალიძე - პროკურატურა ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევ
პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე
ნონა წოწორია - სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია
სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა