არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
მირზა სუბელიანი - ბრალდება, თითქოს მე მაქვს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, აბსურდულია
16:21 20-04-2018
მირზა სუბელიანი - ბრალდება, თითქოს მე მაქვს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, აბსურდულია საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარში ფიგურირებს, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს იმის თაობაზე, თითქოს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუბელიანმა განუცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სწორედ გენერალურმა ინსპექციამ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება და დადგინდა, რომ რასაც მერაბიშვილი აცხადებდა ტყუილი და წინასწარ მოფიქრებული სპექტაკლი იყო.

მისი თქმით, რეალურად ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ადგილი არ ჰქონია.

„უკვე რამდენიმე თვეა ვაკვირდები ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, დაკვირვებით ვუყურებ და ვუსმენ დაცვის მხარის ადვოკატების კომენტარებს, დეტალურად ვადევნებ თვალს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას და გადავწყვიტე, რომ მეც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სრულად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა ტრაგედია მოხდა იმ დღეს ხორავას ქუჩაზე და სრულად ვიზიარებ გარდაცვლილი ბავშვების მშობლების ტკივილს და უბედურებას. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბავშვებს შორის მომხდარ ჩხუბში რაღაც ფორმით მონაწილეობდა, მე პირველივე დღეს, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დავწერე განცხადება და დავტოვე საქართველოს პროკურატურა. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მომავალში ერთ ადამიანს მაინც არ დარჩენოდა კითხვის ნიშანი სამართლებრივი პროცესების მიმართ. წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი სახელი და გვარი გახდებოდა შემდგომში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მანიპულირების შესაძლებლობა და მე მათთვის ეს შესაძლებლობა პირველივე დღეს მსურდა, რომ მომესპო. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე ვხედავ და ვისმენ არაერთ სიბინძურეს და არ შემიძლია ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებისთვის განმარტებები არ გავაკეთო. ვინმე ზვიად კუპრავა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერია, ამავე პოლიტიკური დაჯგუფების მითითებით, პირდაპირ ახდენს სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. იმდენად ამორალური და ბინძურია ეს ჯგუფი, რომ კუპრავას ხელით, გარდაცვლილი ბავშვების და მათი ოჯახების ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს სასამართლოში მიმდინარე პროცესები, სადაც ყველას აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავეები აუცილებლად უმკაცრესად აგებენ პასუხს, ხოლო მეორე მხრივ ასპარეზზე გამოჩნდა ვინმე კუპრავა, მისი და მისი უფროსების პოლიტიკური მიზნებით, იმდენად ბინძური და ყველაფერზე წამსვლელია ეს ხალხი, რომ არ მოერიდნენ ამ უბედურების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და ტრაგედია, რომელიც ეხება ორ გარდაცვლილ ბავშვს და მათ უკან მდგომ უბედურ მშობლებს, საზოგადოებისთვის ვანო მერაბიშვილის სახელისა და გვარის გასახსენებლად გამოიყენეს. ბრალდება, რომ თითქოს მე მაქვს მსჯავრდებული მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარადაც კი არ ღირს, უბრალოდ მოკლედ განვმარტავ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სწორედ გენერალურმა ინსპექციამ ჩემი ხელმძღვანელობით ჩაატარა სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმება და დავადგინეთ, რომ რასაც მერაბიშვილი აცხადებდა იყო ტყუილი, წინასწარ მოფიქრებული სპექტაკლი და რეალურად მის საკნიდან გაყვანას ადგილი არ ქონია. ჩემი ამ განცხადების მიზანი ის კი არ არის, რომ მაქვს იმედი, კუპრავა და მის უკან მდგომი მისი უფროსები გონს მოეგებიან და შეწყვეტენ ამ ბინძურ კამპანიას, არამედ ჩემი მიზანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ჩემთვის უაღრესად მტკივნეულია, რომ ამ ბინძურ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიედ ჩართული აღმოჩნდა ერთ-ერთი დაზარალებული და საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავია მისი და კუპრავას თანხვედრი განცხადებები, ყველაზე ამაზრზენი კი ის ფაქტია, რომ კუპრავას და მის უფროსებს ეს ადამიანი საერთოდ არ აღელვებთ და მათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ორი ბავშვის სიკვდილი არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიაა. პირველივე დღიდან ჩემთვის მთავარი იყო, რომ საქმეზე დადგენილიყო სიმართლე, ახლაც ამ აზრზე ვარ და მჯერა, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც ამ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური გეგმებისთვის იყენებენ საზოგადოებას ატყუებენ და ცდილობენ, დესტრუქცია შეიტანონ მართლმსაჯულების პროცესში, მჯერა, რომ ვერასოდეს მიაღწევენ თავიანთ მიზანს, რადგან საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს“, - აცხადებს მირზა სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გუშინ განაცხადა, რომ მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო. მისივე თქმით, სუბელიანი პროკურატურას ამ კადრებით აშანტაჟებს, ვინაიდან არ სურს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში სხვა პირები მიეცნენ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის
გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციას არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,
ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია
ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება,
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა
სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,
ზაზა სარალიძე - პროკურატურა ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევ
პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე
ნონა წოწორია - სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია
სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა