არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
„ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
17:24 16-05-2018
„ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულების პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საფუძვლიანი არგუმენტი და ახალი გარემოება დაცვის მხარეს არ წარუდგენია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად მიიღო და საქმის არსებითად განსახილველად გადასცა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულ გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ გიორგი მიქელაძეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ ევალებოდა და უსაფუძვლოდ დააკავეს.
„ჩემი შვილი უდანაშაულოა და სასამართლოს ობიექტურობის მჯერა. გიორგის შვილები ჰყავს გასაზრდელი და სახლში გამოუშვან. ვინც იყო რეალურად სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ის დაიჭირონ. გიორგი მიქელაძე სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ იყო“, - განაცხადა ბრალდებულის დედამ, ნათელა მიქელაძემ.

როგორც გიორგი მიქელაძის ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს და სწორედ აღნიშნული ექსპერტების დაკითხვა მომდევნო სასამართლო პროცესებზე მოხდება.

„გიორგი მიქელაძეს სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ის იყო საწყობის უბრალო ხელმძღვანელი. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაა“,- განაცხადა პაატა ბოლქვაძემ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ფათიჰ იაუზის ადვოკატი კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

პროკურორის, რამაზ შავაძის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულება, რაც ბრალდებულების დანაშაულზე მიუთითებს.

„სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათზე ბრალად შერაცხული დანაშაული. საქმე არსებითად განსახილველად არის გადაცემული“, - აღნიშნა რამაზ შავაძემ.

დაკავებულებს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც სასტუმროს იურისტი კახაბერ წერეთელი აცხადებს, სასტუმრო ახალი სახელწოდებით "ველმონდით" სატესტო რეჟიმში მუშაობს.
სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის
გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციას არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,
ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია
ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება,
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა
სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,
ზაზა სარალიძე - პროკურატურა ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევ
პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე
ნონა წოწორია - სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია
სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა