არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ელიზაბეთ რუდი - ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და რეფორმების პროცესში სამოქალქო საზოგადოების ჩართულობა
19:23 16-05-2018
ელიზაბეთ რუდი - ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და რეფორმების პროცესში სამოქალქო საზოგადოების ჩართულობა ჩვენ აქტიურად ვთანამშთომლობდით საქართველოს მთავრობასთან მართლმსაჯულების რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ახლაც ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას, როდესაც ხორციელდება უკვე მეოთხე ტალღა, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადა, სადაც დიპლომატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო, სადაც მართლმასაჯულების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"აშშ-ს მთავრობისა და აშშ-ს საელჩოსთვის ძალიან მნივნელოვანია კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში და სწორედ ამაში ვეხმარებოდით საქართველოს ჩვენი ურთიერთობის 26 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, არის დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით აშშ-ს მთავრობამ დაახლოებით, 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს მთავრობასთან მართლმსაჯულების რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში. რა თქმა უნდა ახლაც ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას, როდესაც ხორციელდება უკვე მეოთხე ტალღა. ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ. შესაბამისად, ჩვენ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში წარვადგინეთ კონკრეტული შეთავაზებები ამ რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით და დღეს, ამ შეხვედრის ფარგლებში ზუსტად ამ კონკრეტულ რეკომენდაციებზეც ვისაუბრეთ. გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და იმისთვის, რომ ეს მაქსიმალურად იყოს მიღწეული, აუცილებელია რეფორმების პროცესში სამოქალქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების შტოების მოსაზრების ჩართულობა და გათვალისწინება", - განაცხადა რუდმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დოდო გუგეშაშვილი - მეგობარმა მომწერა, რომ ჩემს მიერ საქართველოს საზღვრის ყოველი გადაკვეთა უკრაინიდან კონტროლდება
როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში არიან ჩანერგილი რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა დღეს, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
მამაკაცს, რომელიც ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით