არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
გიორგი მიქაუტაძე - ელიზაბეთ რუდთან საუბარი შეეხო სასამართლოს სიტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს
19:38 16-05-2018
გიორგი მიქაუტაძე - ელიზაბეთ რუდთან საუბარი შეეხო სასამართლოს სიტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სასამართლოს სიტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ კუთხით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.
როგორც გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო.

"დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის განხორციელებაც იგეგმება. ასევე, სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებზე, რომელიც შეჯრებული არის საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლების შემადგენლბით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, ვინაიდან არაერთი ათეული წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოში საერთო სასამართლოების სისტემის განვითარებას", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ნინო გვენეტაძეს, იუსტიციის უმღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს და საბჭოს წევრებს შეხვდა.ამერიკელ დიპლომართან შეხვედრა იუსტიციის უმღლეს საბჭოში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
დოდო გუგეშაშვილი - მეგობარმა მომწერა, რომ ჩემს მიერ საქართველოს საზღვრის ყოველი გადაკვეთა უკრაინიდან კონტროლდება
როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში არიან ჩანერგილი რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა დღეს, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
მამაკაცს, რომელიც ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით