არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
შსს- რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 19 პირი დააკავეს, ნიკა მელია კი თავისუფალია
18:04 11-06-2018
შსს- რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 19 პირი დააკავეს, ნიკა მელია კი თავისუფალია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სულ დაკავებულია 19 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან თბილისის საკრებულოს დეპუტატები და ინტერპოლით ძებნილი პირი.
მამუკა ჭელიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 8 პირი - ბ.გ., გ.რ., ფ.ჭ., ტ.გ., დ.ო., გ.მ., გ.ხ., მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე.
აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელიც, ასევე, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. ნიკანორ მელია თავისუფალია.

ასევე, გაცნობებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი.

აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.

რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიციამ სხვა ძებნილიც დააკავა. სამართალდამცველებმა, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, ქურდობისთვის ძებნილი - 1994 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც კარავში აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული პირი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა.

კარავში აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს, ასევე, დაკავებულია ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სულ დაკავებულია 19 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

იმ შემთხვევაში, თუ კანონის საწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას, პოლიცია შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

კარავში აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ასევე დაკავებულია ქურდობისთვის გასამართლებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1995 წელს დაბადებული პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამსრომლების მიერ მიმდინარე წლის 11 ივნისს, პარლამენტის შენობასტან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით“, - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ.

შსს: დაკავებული 19 პირიდან, ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-მ იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომელიც ტექდათვალიერების გავლასთან დაკავშირებულ დარღვევას უკავშირდებოდა
შსს-მ 2018 წლის იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომელიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას,
გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
დის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში, დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რაიონულ
შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
შსს-მ 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 100 გრამი „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“,
ადვოკატი - დიპლომატების ინტერესი იყო, რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე
დიპლომატების ინტერესი იყო, თუ რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე,
ზაზა სარალიძე - ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა დარღვევებია მკვლელობის საქმეში
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ სამართლებრივი გზებით მივაღწიოთ ჭეშმარიტებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ
ზაზა სარალიძე - შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას ცდილობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას მეორე ინსტანციაში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ
სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სადახლოსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა