არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
18:06 11-06-2018
ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით რუსთაველის გამზირზე 4 პირი დააკავა, მათ შორის იყო ზვიად კუპრავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ პირებს სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ხვალ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შსს-ს წარმომადგენელს და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს გამოკითხავს
ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომა ხვალ განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს
 შსს-მ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ
 მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ ღამის კლუბში მყოფი სტუმრის კუთვნილი მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
 შსს-მ შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს
 კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.
 შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს
 შსს-მ კახეთში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, კახეთში 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავა.
დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური დევნა უნდა გავრცელდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს
ნაზი ჯანეზაშვილი - ინიციატივა, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა გავრცელდეს, დრაკონულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება,
შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა