არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
14:31 13-06-2018
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;

საქართველოს პროკურატურა მარნეულში მოქალაქის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რაგიმ ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ხვალ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შსს-ს წარმომადგენელს და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს გამოკითხავს
ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომა ხვალ განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს
 შსს-მ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ
 მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ ღამის კლუბში მყოფი სტუმრის კუთვნილი მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
 შსს-მ შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს
 კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.
 შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს
 შსს-მ კახეთში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, კახეთში 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავა.
დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური დევნა უნდა გავრცელდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს
ნაზი ჯანეზაშვილი - ინიციატივა, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა გავრცელდეს, დრაკონულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება,
შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა