არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა
13:45 11-07-2018
სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა
ფოტო
სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

იხილეთ ვიდეო: სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას 23 ივლისს გამართავს.
თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობები და ახალი ფლიგელი გაიხსნება
თელავსა და სიღნაღში ხვალ სასამართლოთა განახლებული შენობები და ახალი ფლიგელი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაესი
გიორგი მღებრიშვილი - შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ
ჩვენ ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს
ელენე ხოშტარია - კომისიისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად სწორედ იმუშავა შსს-მ მოწმეებთან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით
კომისიისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად სწორედ იმუშავა შსს-მ მოწმეებთან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით,
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტმა დანებზე ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა,
კახა საბანაძე - ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ და მასთან
 შსს - „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირია დაკავებული, „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს,
მამუკა მდინარაძე მოწმეს - მიუხედავად იმისა, რომ მეც ასტიგმატიზმი მაქვს, ამ ოთახში ვიღაცამ დანა რომ ამოიღოს გავარჩევ და დავინახავ ვინმეს რომ დაარტყას
მიუხედავად იმისა, რომ მეც ასტიგმატიზმი მაქვს, ვიღაცამ დანა რომ ამოიღოს ამ ოთახში იმასაც გავარჩევ და დავინახავ ვინმეს რომ დაარტყას, - ამის შესახებ ხორავას
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - საქმეში პოლიტიკურ ნიშნებს რომ ვხედავდი, ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდი და დღესაც იგივე აზრზე ვრჩები
პოლიტიკურ ნიშნებს რომ ვხედავდი საქმეში, ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდი და დღესაც იგივე აზრზე ვრჩები, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის