არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
22-07-2018
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტმა დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობებზე განმარტება გააკეთა
16:03 11-07-2018
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტმა დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობებზე განმარტება გააკეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, გიორგი მაღრაძის განმარტებით, დანის დარტყმის შედეგად ორგანოები იკუმშება, რის გამოც შესაძლებელია იმაზე ღრმა ჭრილობა დარჩეს, ვიდრე არის დანის პირი.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასმული ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რამდენად შესაძლებელია 10-სანტიმეტრიან დანას უფრო მეტი - 12-სანტრიმეტრიანი ჭრილობა მიეყენებინა. ამ კონტექსტში საუბარია დავით სარალიძისთვის მიყენებულ ერთ-ერთ ჭრილობაზე.

“გააჩნია, როგორ ზედაპირზე და რა მიდამოში ხდება დაზიანების მიყენება. მაგალითად მუცლის მიდამოში მიყენებული ჭრილობის შესაბამისად, ორგანოებისა და რბილი ქსოვილების შეკუმშვის შედეგად, შეიძლება დანის პირი იყოს მოკლე, მაგრამ შეკუმშული ორგანოების გაფართოების შემდეგ, უფრო დიდი ჭრილობის არხი მოგვცეს, ვიდრე არის მიმყენებელი საგანი“, - განაცხადა მაღრაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დანა შეიძლება იყოს უფრო პატარა, ვიდრე არის მიყენებული ჭრილობის სიღრმე და ამ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დანის გამოყენებაზე იყოს ეჭვი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების მოსმენა მიმდინარებს. ექსპერტების გამოკითხვა თავდაპირველად ღია რეჟიმში დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ მათ გარდაცვლილთა ჭრილობებთან დაკავშირებულ დეტალებზე და რიგ დელიკატურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, სხდომა დაიხურა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„იმედი“- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, - აღნიშნულის
ქობულეთში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს-მ ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული
სასამართლო ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 73-მა პირმა გადალახა
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. გამოცდაზე 233 პირი იყო რეგისტირებული, მათგან 75-ქულიანი ზღვარი 73-მა მონაწილემ
 ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები თბილისის საქალაქო
პროკურორი - არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმად, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულმა შეგნებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და სასამართლოს
არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულმა პირმა შეგნებულად, გაცნობიერებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა
შსს - პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება
საქართველოს პარლამენტმა, დღეს, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონებში, - ამის
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს
პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული
ადვოკატი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატები, დ.ღ.-ს მიმართ არასაპატიმრო