არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ანრი ოხანაშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე - ბევრ მოწმეს და შსს-ს თანამშრომელს კვლავ მოუწევთ კომისიაზე მოსვლა, რადგან გარკვეული შეკითხვები ისევ გაჩნდა
16:11 12-07-2018
ანრი ოხანაშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე - ბევრ მოწმეს და შსს-ს თანამშრომელს კვლავ მოუწევთ კომისიაზე მოსვლა, რადგან გარკვეული შეკითხვები ისევ გაჩნდა ჩემი პოზიციაა, რომ ჯერ კომისიას დაედო კონკრეტული შეფასება და შემდეგ სახალხო დამცველის მხრიდან ყოფილიყო რეაგირება, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, შეფასებები აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალური ანალიზის შედეგად უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული კომისიის ფარგლებში კვლავ დადგეს საჭიროება ხელახლა დაიკითხონ უკვე დაკითხული პირები.

"ზოგადად სახალხო დამცველის კომპეტენციებში მე ვერ შევალ. მისი გადაწყვეტილებაა, რა შეფასებას გააკეთებს კონკრეტულ საქმეზე.
ჩვენი პრინციპი და პირადად ჩემი მიდგომა სისხლის სამართლის ამ საქმესთან არის ის, რომ მაქსიმალური ანალიზის შემდგომ უნდა გაკეთდეს შეფასებები.
მე ვისურვებდი, რომ ჯერ ჩვენ დაგვედო კონკრეტული შეფასება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უფრო დეტალური წვდომა საქმის მასალებთან, კონკრეტულ მოწმეებთან და უშუალოდ ვიკვლევთ ყველა სახის ინფორმაციას, მათ შორის ექსპერტებსაც ვუსმენთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა გავაკეთოთ კონკრეტული შეფასება ვიდრე ამ ეტაპზე სახალხო დამცველს.

შესაძლოა, ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიოთ პროკურატურის და შსს- ს წარმომადგენლები კომისიაზე. ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბევრ მოწმეს და შსს-ს თანამშრომელს კიდევ მოუწევთ მოსვლა, რადგან გარკვეული შეკითხვები კიდევ გაჩნდა.

ეს ხდება იმისთვის, რათა გავარკვიოთ, თუკი რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რა გავლენა შეეძლო ამას მოეხდინა საქმის გამოძიებაზე და თუ შეეძლო მოეხდინა, რაიმე სამსახურებრივ გადაცდომასთან ხომ არ გვაქვს ადგილი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო
ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ,
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ
მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში
ზაზა სარალიძე - ახალი მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირად კონტროლზე აიყვანს
ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა
სააპელაციო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს დღეს გამოაცხადებს
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ
ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით შსს ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმს აქვეყნებს
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით,