არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
პაატა ბურჭულაძე - თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, რადგან აღარავინ არის დაცული
16:45 12-07-2018
პაატა ბურჭულაძე - თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, რადგან აღარავინ არის დაცული თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, რადგან საქართველოში აღარავინ არის დაცული,- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.

როგორც ბურჭულაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ის საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს.

„ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ ასებობს. ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა. წინაზე თუ ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე პროკურორსა და გამომძიებელს, რომ უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე, აკეთეთ ნელა იმიტომ, რომ რაც შეგეძლოთ უკვე თქვენ ფონდს და საქართველოს რეპუტაციას ავნეთ. ასევე მავნეთ მე ისე, რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ, გინდ შეწყვიტონ და გინდ - გააგრძელონ. თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, იმიტომ რომ საქართველოში აღარავინ არის დაცული. ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებთ დასკვნას და ამ საქმეს, ყველაფერს რაც კი უსამართლობაა, ჩვენ აღმოვფხვრით. ამის პირობას ვდებ",- განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო
ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ,
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ
მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში
ზაზა სარალიძე - ახალი მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირად კონტროლზე აიყვანს
ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა
სააპელაციო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს დღეს გამოაცხადებს
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ
ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით შსს ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმს აქვეყნებს
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით,