არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
პროკურორი ფონდ "იავნანას" საქმეზე - სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ დაწყებული არ არის
17:19 12-07-2018
პროკურორი ფონდ "იავნანას" საქმეზე - სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ დაწყებული არ არის პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, როდესაც დასრულდება მიმდინარე გამოძიება ფონდ "იავნანაში" თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის მიმართ სამართლებრივი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. შესაბამისი განცხადება პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც პაატა ბურჭულაძე საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" თანხების სავარაუდოდ არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე გამოძიების კითხვებს მაგისტრანტ მოსამართლესთან ერთად პასუხობდა.

"როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად ფონდ "იავნანას" თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში წარმოიშვა გარკვეული კითხვები მოწმესთან დაკავშირებით, რაც ეხება თანხების ხარჯვის მიზნობრიობას. შესაბამისად, დღესაც ამ მიმართულებით იყო კითხვები.

საზოგადოებისთვის დავკონკრეტდები, რომ ფონდი "იავნანა" დაფუძნდა 2004 წელს და მისი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს 2014 წლიდან მოყილებული, ანუ საქმე გვაქვს პრაქტიკულად 14 წლის პერიოდთან. მოგეხსენებათ, ფონდ „იავნანას" საქმიანობა არის მრავალმხრივი, შესაბამისად, დოკუმენტაციაც საკმაოდ მოცულობითია. ამ პერიოდში გამოძიების მიერ დაიკითხა არაერთი მოწმე. პრაქტიკულად ასეულობით მოწმეა გამოკითხული. შესაბამისად, ამ ინტენსიური საქმიანობის ფარგლებში პერიოდულად წარმოიშვებოდა კითხვები, რომელიც დღეს გამოძიების ინტერესებიდან დაესვა პაატა ბურჭულაძეს, როგორც ფონდის პრეზიდენტს. საუბარია ფაქტზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ხაზს ვუსვამ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის არავის მიმართ. საუბარია ბატონ მოწმეზე, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების ირგვლივ დაესვა კითხვები, რაზეც დღეს შესაბამისი პასუხი მივიღეთ. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ფასდება ცალკეული მტკიცებულება და როდესაც გამოძიების ეს ეტაპი დასრულდება, ყველა ის მტკიცებულება ერთობლიობაში შეფასდება და შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. რაც შესაძლოა იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორც დევნის დაწყების, ასევე სხვა გადაწვეტილება", - განაცხადა ჯვარშეიშვილმა გამოკითხვის შემდეგ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო
ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ,
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ
მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში
ზაზა სარალიძე - ახალი მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირად კონტროლზე აიყვანს
ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა
სააპელაციო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს დღეს გამოაცხადებს
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ
ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით შსს ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმს აქვეყნებს
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით,