არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
სოსო ბარათაშვილი - „იავნანას“ საქმის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ პაატა ბურჭულაძეს არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და საქმის გაგრძელებას აზრი არ აქვს
17:54 12-07-2018
სოსო ბარათაშვილი - „იავნანას“ საქმის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ პაატა ბურჭულაძეს არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და საქმის გაგრძელებას აზრი არ აქვს საქმის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ არავითარი დანაშაული არ არის ჩადენილი და შესაბამისად, ამ საქმის გაგრძელებას არავითარი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოპერის მომღერლის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ უნდა შეწყვიტოს გამოძიება, რომელიც საქმელმოქმედო ფინდ "იავნანას" თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ეხება. უფლებადამცველის თქმით, ბურჭულაძეს ასეთი ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის განმარტებით, მსოფლიო ბანმა დღეს, გამოკითხვისას გამოძიებას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც მისი თანხების ლეგალურობა დგინდება.

"გამოძიებას მან წარუდგინა მტკიცებულებები, ეს არის დეკლარაციები, ხელშეკრულებები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებთან დადებული, ასევე, მისი იმპრესარიოს მიერ გაცემული ცნობა. ეს ყველაფერი გვიჩვენებს მისი თანხების წარმომავლობის ლეგალურობას, რომელიც იყო მის ანგარიშებზე, რომ მის თანხებს არავითარი შემხებლობა არ გააჩნდა ფონდ "იავნანასთან". თვითონ ეს საქმე გვიჩვენებს, რომ პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დახუროს, რათა დასრულდეს ეს ყველაფერი. ანუ ფაქტის მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ არავითარი დანაშაული არ არსებობს და შესაბამისად არავითარი აზრი არ აქვს ამ საქმის გაგრძელებას. თუ ეს საქმე გაჭიანურდება და კვლავ გაგრძელდება, როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან საქმეში, რათა მათ შეისწავლონ აღნიშნულზე ყველაფერი", - განაცხადა ბარათაშვილმა.

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით პროკურატურა მსოფლიო ბანს, ფონდ "იავნანას" თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ედავება. ოპერის მომღერალი აცხადებს, რომ მისი სიმართლის დასამტკიცებლად საქმეში საერთაშორისო ექპერტებს ჩართავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო
ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ,
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ
მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში
ზაზა სარალიძე - ახალი მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირად კონტროლზე აიყვანს
ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა
სააპელაციო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს დღეს გამოაცხადებს
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ
ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით შსს ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმს აქვეყნებს
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით,