არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ვაკის პარკში დაპირისპირება მოხდა
19:11 12-07-2018
 ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ვაკის პარკში დაპირისპირება მოხდა ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან.
უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა. "დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს",- განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.
როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს ფეხბურთის ქომაგები ვაკის პარკში ხმაურობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში დაახლოებით 50 ადამიანი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს ინცინდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაკის პარკში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ვაკის პარკში დაპირისპირება საერთოდ არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო
ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ,
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ
მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში
ზაზა სარალიძე - ახალი მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირად კონტროლზე აიყვანს
ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც სარალიძემ შალვა თადუმაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან მიიღო პირობა
სააპელაციო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს დღეს გამოაცხადებს
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ
ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით შსს ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმს აქვეყნებს
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით,