არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო
12:32 18-07-2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - ბიჭობაში რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო ადრეც ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირპირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო, - ასე განმარტა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა ის ფაქტი, რომ მან მოზარდების გაშველება არ სცადა. ნიკოლოზ იორდანაშვილი შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.

კომისიის წევრები დაინტერესდნენ ნიკოლოზ იორდანაშვილისგან მოახდინა თუ არა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ავტომობილის ხმოვანი სიგნალის საშუალებით მაინც მოზარდების დაწყნარება. ნიკოლოზ იორდანაშვილმა აღნიშნა რომ მას „სიგნალი“ გაფუჭებული აქვს. ამასთან, მან ის დეტალები მოყვა თუ როგორ დატოვა ავტომობილით ეზოს ტერიტორია.

„ადრეც, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო. ეს ამბავი, ალბათ 90-იან წლებში მოხდა. ერთხელ დავიყვირე მხოლოდ როგორც მახსოვს, ნუ ჩხუბობთო. თუმცა ეს ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სიგნალს ის გაფუჭებული მაქვს. ჩემს წინ უცებ წამებში გამეხსნა გზა. როდესაც გზა გამეხსნა მაშინვე დავიწყე გამოსვლა. დავინახე, რომ გაიფანტნენ ბავშვები. ჩხუბი რომ დაიწყო მალევე გაიხსნა გზა. როდესაც ეზოდან გამოვედი, ეზოში ბავშვები კიდევ იყვნენ. ეზოს შესასვლელს კეტავდა მანქანაც. ვიკითხე ვისი იყო ეს მანქანა, ბიჭი მოვიდა და ჩაჯდა. ამ დროს გამორბოდნენ „არკიდან“ ბიჭები. ამ დროს ჩემი მანქანა ნახევრად გარეთ იყო, ნახევრად კვლავ - „არკაში“. ბავშვებმა გვერდზე ჩამირბინეს, თუმცა არ მახსოვს მათი აღწერილობა. ყურადღება იქითკენ მქონდა, რომ მანქანა გამეყვანა.
უკან არ გამიხედავს. ეზოდან ძალიან ნელა ვმოძრაობდი. ვერ გავიხსენებ მარცხნივ და მარჯვნივ რა ხდებოდა. კონცენტრაცია მქონდა იმაზე, რომ გამოვსულიყავი.
სახეზე არ დამინახავს. ახლა გაკვირდებით და თქვენ სახეს აღვიქვამ. იქ წამებში ვერ მოვახერხე დაკვირვება. მე ეზოში მანქანიდან არ გადმოვსულვარ“, -განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

ამასთან, მან კომისიის წინაშე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მის თვალწინ არავინ მომკვდარა.

„მე მკვლელობის შესახებ დაკითხვაზე რომ ვიყავი, მაშინ გავიგე - იმავე საღამოს.
როდესაც მანქანის გარეთ გამოყვანის შემდეგ კვლავ ეზოში დავბრუნდი, ყველანი შოკში იყვნენ - ისინი შოკში დაჭრის გამო იყვნენ. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვინმე გარდაიცვალა“, -აღნიშნა იორდანაშვილმა.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები ხვალ „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებს შეხვდებიან
ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ვერ იარსებებს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა
ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ მერაბიშვილის
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომ დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება 14 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმარტებულია კონგოში გაუჩინარებული
ადვოკატი - მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, რის დასამტკიცებლადაც ექსპერტიზა ჩატარდება
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან სავალდებულო რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ აღმოაჩნდა
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან შესაბამისი რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა,
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს,