არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
დიმიტრი გაბუნია - ვინაიდან დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ეპიზოდები ეხება მისი მინისტრობის პერიოდს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რაიმე დანაშაულშია მხილებული
09:40 21-07-2018
დიმიტრი გაბუნია - ვინაიდან დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ეპიზოდები ეხება მისი მინისტრობის პერიოდს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რაიმე დანაშაულშია მხილებული ჩვენ მზად ვართ, დაბარების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მივიდეთ პროკურატურაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მივცეთ ჩვენება ყველა დეტალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა.

“ხდება არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება. ყურადღებით მოვისმინე პროკურატურის განცხადება და უწყების წარმომადგენელს ახალი არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც წინა დღეებში წერილობითი ფორმით გაავრცელა. ითქვა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით. ვინაიდან ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ეპიზოდები ეხება მისი მინისტრობის დროინდელ პერიოდს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბატონი დიმიტრი რაიმე დანაშაულში არის მხილებული. ნუ დავარღვევთ ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი ბრალდებები, რომ შესაძლოა ის დააკავონ, არის სიცრუე და ჭორი. ის იყო გამოკითხვაზე და ჩემი აზრით, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო წესითაც უნდა გამოკითხულიყო. ეს ბუნებრივია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და კიდეც გაჟღერდა, რომ სხვა მოხელეებიც იქნებიან დაბარებული პროკურატურაში გამოკითხვაზე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და ამ პროცედურას უნდა მივყვეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი და დადგინდება ჭეშმარიტება.

“ჩვენ არავის და არაფერს არ გავურბივართ, ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია. იმ ინფორმაციას, რაც კანონით შეგვეძლება რომ საზოგადოებას მივაწოდოთ, მივაწვდით, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. დღეს გაჟღერდა პროკურატურის მხრიდან, რომ შესაძლოა კიდევ დაიბარონ გამოკითხვაზე, ესეც ჩვეულებრივი პროცედურაა, შეიძლება ორჯერ დაიბარონ, შეიძლება სამჯერ, ან საერთოდ არ დაიბარონ, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. ჩვენ მზად ვართ, დაბარების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მივიდეთ პროკურატურაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მივცეთ ჩვენება ყველა დეტალთან დაკავშირებით. თითქოს შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ შესაძლოა დიმიტრი ქუმსიშვილი დააკავონ და ბრალი წაუყენონ. ამას ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ და პროკურატურის მხრიდან მინიშნებაც არ ყოფილა ამის თაობაზე. ამის აჟიტირება უხერხულია, უნდა დავიცვათ ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია“, - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები ხვალ „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებს შეხვდებიან
ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ვერ იარსებებს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა
ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ მერაბიშვილის
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომ დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება 14 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმარტებულია კონგოში გაუჩინარებული
ადვოკატი - მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, რის დასამტკიცებლადაც ექსპერტიზა ჩატარდება
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან სავალდებულო რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ აღმოაჩნდა
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან შესაბამისი რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა,
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს,