არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
ანა დოლიძე - ცვლილებები, რომელიც სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის პირობებში ხორციელდება, არის შერყეულ ნიადაგზე კედლების გადაღებვა
18:20 23-07-2018
ანა დოლიძე - ცვლილებები, რომელიც სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის პირობებში ხორციელდება, არის შერყეულ ნიადაგზე კედლების გადაღებვა ცვლილებები, რომელიც სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის პირობებში ხორციელდება, არის შერყეულ ნიადაგზე კედლების გადაღებვა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალსიტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ცვლილებებით ვერ მოხდება იმ გავლენიანი ჯგუფის გავლენების შერყევა, რომელიც მისივე თქმით, სასამართლო სისტემას მართავს.
„ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ამ ცვლილებების კოსმეტიკური ხასიათი. წარმოიდგინეთ, რომ შენობას საძირკველი აქვს შერყეული და პატრონი ამ დროს კედლებს ღებავს. ეს ხომ არაადეკვატურია?! დღეს იმ პირობებში, როცა ყველა სერიოზული ბერკეტი სასამართლო სისტემაში აქვს ერთ გავლენიან ჯგუფს, ეს ცვლილებები არის პოზიტიური, მაგრამ კოსმეტიკური ხასიათის. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძალაუფლება შეეზღუდოს, განსაკუთრებით იმ საკითხში, რომ არ დანიშნოს მოსამართლეები ისე, როგორც უნდა და ვინც უნდა. სინამდვილეში, სასამართლო ხელისუფლებას განაგებს ერთი გავლენიანი ჯგუფი, რომლის გავლენასაც ამ ცვლილებებით საფრთხე არ ემუქრება. პირველ რიგში ეს ჯგუფი დაკომპლექტებული და მოკალათებულია საბჭოში. მისი გავლენა არის თითქმის შეუზღუდავი იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი არ იღებს ცვლილებებს, რომელიც მაგალითად, იუსტიციის საბჭოს საქმიანობას შეეხება. ხვალ რომ ამ ჯგუფმა გადაწყვიტოს, ყველა შეხვედრა დახურულად ჩაატაროს, რომ გადაწყვიტოს ინსპექტორად ვინც უნდა ის დანიშნოს, ამას გააკეთებს, დანიშნავს მოსამართლედ მას, ვინც თავად სურს. ეს არის პატარა ტექნიკური ცვლილებები - შერყეულ ნიადაგზე კედლების გადაღებვა, მაშინ, როცა საძირკველია დაზიანებული“, - განაცხადა დოლიძემ.



მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხაშურში საპატრულო პოლიციის მანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც საავტომობილო გზაზე გადარბოდა
ქალაქ ხაშურში, საპატრულო პოლიციის მანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც საავტომობილო გზაზე გადარბოდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში, “ფეისბუქის“
EMC - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირთა სოციალური უფლებების რეალიზების საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირთა სოციალური უფლებების რეალიზების
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი, არადეკლარირებული საქონლის, კერძოდ ოქროს ნაკეთობების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა
ვალესა და გუგუთში ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის,
ვალეში, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
16-17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,ვალე“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ
პირი, რომელთანაც მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა, პოლიციამ დაკითხა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 16 აგვისტოს ღამით დოლიძის ქუჩაზე ნაცნობთან იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
მარიამ კუბლაშვილი - მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია
მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა საინტერესო და საოცარი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვის შემდეგ მისმა
ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვისას ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები
გამოკითხვაზე კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათთან მალხაზ მაჩალიკაშვილს,
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა