არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
გიორგი ჭანტურიას მეუღლე - ჩემს მეუღლესა და სამსონ ქუთათელაძეს შორის დაპირისპირება არ ყოფილა - წაკამათების გამო არ შეიძლება ადამიანს მკვლელობა დააბრალო
14:19 10-08-2018
 გიორგი ჭანტურიას მეუღლე - ჩემს მეუღლესა და სამსონ ქუთათელაძეს შორის დაპირისპირება არ ყოფილა - წაკამათების გამო არ შეიძლება ადამიანს მკვლელობა დააბრალო ჩემს მეუღლეს, გიორგი ჭანტურიას და სამსონ ქუთათელაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. წაკამათება არ შეიძლება მკვლელობის მიზეზი გახდეს და ამის გამო ადამიანს მკვლელობა დააბრალო, - ამის შესახებ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას მეუღლემ, ანა ხურციამ ჟურნალისტებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც ბრალდებულის მეუღლემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პოლიციის მიერ ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის და „ეს ყველაფერი ზღაპარია".

„არანაირი იარაღი არ არის ნაპოვნი. რაც ამოიღეს, ის იმ დღეს პირველად ვნახეთ. არ ვიცი რა ინტერესი აქვთ ჩემს მეუღლესთან. ბოლო პერიოდში ინტერესი ის იყო, რომ სულ თან დაგვსდევდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე უდანაშაულოა. ყველაფერი შეიძლება დააბრალოთ გიორგი ჭანტურიას, მაგრამ ადამიანს ვერასდროს მოკლავდა", - განაცხადა ანა ხურციამ.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები ხვალ „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებს შეხვდებიან
ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ვერ იარსებებს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა
ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ მერაბიშვილის
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომ დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება 14 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმარტებულია კონგოში გაუჩინარებული
ადვოკატი - მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, რის დასამტკიცებლადაც ექსპერტიზა ჩატარდება
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან სავალდებულო რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ აღმოაჩნდა
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან შესაბამისი რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა,
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს,