არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
ზაზა სარალიძე - იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ პირები, პირიქით, სასამართლო დარბაზიდან დამნაშავეებს ათავისუფლებენ
14:46 10-08-2018
ზაზა სარალიძე - იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ პირები, პირიქით, სასამართლო დარბაზიდან დამნაშავეებს ათავისუფლებენ იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ პირები, პირიქით, სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ დამნაშავეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან განუცხადა, სადაც ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ერთად სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით, წარმომადგენლობას ინფორმაცია მიაწოდა.

განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობას ჩაბარდა, აღწერილია თუ რა მიზნით მიდიოდნენ ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჟურნალისტი ელისო კილაძე სტრასბურგში. დოკუმენტებს ასევე ერთვის შსს-სა და სუს-თან წარმოებული მიმოწერა, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის საზღვრის კვეთას ეხებოდა.

„ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ფედერაციას ცრუ ინფორმაცია გადასცა იმასთან დაკავშირებით, რომ სამკაციან ჯგუფში ერთ-ერთი იყო ტერორისტი. დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ტერორისტად მოიხსენიეს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მე და ქალბატონი ელისო კი მისი თანმხლები პირები ვიყავით, ანუ მისი საზღვრის კვეთის ხელის შემწყობები, თანამოაზრეები და ა.შ. ფაქტია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ჩემი მოშორებაც და ელისო კილაძის მოშორებაც, რადგან ამათ სამართლიანობის აღდგენა არ აინტერესებთ. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ პირები, პირიქით სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ დამნაშავე პირებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადვოკატი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორსული დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
 ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავა.
 ადვოკატი - გამომძიებლები დაინტერესდნენ, ვის გულისხმობდა მაჩალიკაშვილი იმ პირებში, ვისთან ერთადაც, განცხადების თანახმად, სუს-ის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის ქეთევან ჩუთლაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს კითხვები სხვა პირებთან კავშირზეც დაუსვეს. 
 ოთარ კახიძე - ბიზნესსექტორში ივანე ნაკაიძის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა იყო მისი როლი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით
ბიზნესსექტორში ივანე ნაკაიძის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა იყო მისი როლი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, - ამის
 მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა უკვე დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს
დიმიტრი ცქიტიშვილი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ბიძამ გვითხრა, რომ შსს-ს ხელმძღვანელებს შეხვდა და ოჯახს რეკომენდაცია მისცა, მისი დის შვილი პოლიციას ჩაბარებოდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით,
 ლევან გამყრელიძე - ხე-ტყის ის საამქროები, რომლებშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია, ეტაპობრივად გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, დღეს ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი
 ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას ვანო ნაკაიძეს გამოკითხავს.
 თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
დიდ დიღომში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ