არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს
15:46 10-08-2018
ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, სტრასბურგში მათი ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართეს. ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე ითხოვენ დადგინდნენ ის პირები, ვინც მათი ვიზიტი ჩაშალა და გერმანიაში ცრუ ინფორმაცია გააგზავნა, რომლის თანახმადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძებნილი პირია. როგორც ჟურნალისტებს ელისო კილაძემ განუცხადა, ამ ფაქტზე გამოძიება უკვე ორ ქვეყანაშია დაწყებული.

„ჩვენ ვითხოვთ და მივმართეთ წერილით შალვა თადუმაძეს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ვინ იყო ის თანამდებობის პირი, რომელმაც აღნიშნული ცრუ დასმენა გააგზავნა, როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშორის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურში, რასთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია და რატომ გამომაცხადეს მე, დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორი, ზაზა სარალიძესთან ერთად ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის ხელშემწყობად“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

მისივე თქმით, გერმანიაში საქართველოდან გაგზავნილ ინფორმაციაში საერთოდ არ იყო ნახსენები მათი სტრასბურგში ვიზიტი.

„ეს იყო სრულიად მშვიდობიანი ვიზიტი, რომლის მიზანიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების ინფორმირება, იმ გახმაურებულ საქმეებთან და გამოძიებაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, ეს იყო განაჩენი სოსო გოგაშვილისთვის, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის ლიკვიდაციის ოპერაციას. ორ ქვეყანაშია დაწყებული გამოძიება ჩვენი ვიზიტის ჩაშლის საქმეზე. ჩვენ უკვე მასალები მივაწოდეთ, როგორც გერმანიის ფედერალურ პოლიციას ასევე გავაგზავნეთ აშშ-ში. დღეს უკვე ქართულ სამართალდამცავ უწყებას მივმართეთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და დაადგინონ პირთა ის ჯგუფი, რომელმაც ჩაშალა სტრასბურგში დაგეგმილი ჩვენი ვიზიტი“, - განაცხადა კილაძემ.

თავის მხრივ ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ „აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ ჩააყენა უხერხულობაში საქართველოს ხელისუფლებიდან მთელი ქვეყანა და ვინ ცდილობს ქვეყნის რეპუტაციის შელახვას, მთელი მსოფლიოს წინაშე“.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები ხვალ „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებს შეხვდებიან
ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ვერ იარსებებს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა
ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ მერაბიშვილის
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომ დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება 14 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმარტებულია კონგოში გაუჩინარებული
ადვოკატი - მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, რის დასამტკიცებლადაც ექსპერტიზა ჩატარდება
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან სავალდებულო რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ აღმოაჩნდა
ხე-ტყის გადამამუშავებელი 708 საამქროდან შესაბამისი რეგისტრაცია გავლილი 18-ს არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა,
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს
საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს,