არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა
16:47 10-08-2018
 სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყოფილი გენერლისა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა სწორედ გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში არარეგისტრირებული იარაღით მოკლა. პროკურორის მტკიცებით, საქმეზე დაკითხულია რამდენიმე მოწმე და მათი ჩვენებები ჭანტურიას მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტს ადასტურებს.

ბრალდების მხარის განმარტებით, თუ გიორგი ჭანტურია თავისუფლი იქნება, ის დააბრკოლებს გამოძიების პროცესს, ან შესაძლოა მიიმალოს. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ჭანტურიას მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა სასამართლოს 10 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართეს. ამასთან, ადვოკატის, ანა კეკენაძის განცხადებით, გიორგი ჭანტურია გამოძიების დაწყებით ეტაპზე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მისი განმარტებით, ჩატარებული ექსპერტიზებით დასტურდება, რომ ჭანტურიას ქუთათელაძე არ მოუკლავს და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება.რაც შეეხება ჩხრეკისას ამოღებულ იარაღებს, კეკენაძის თქმით, ის სახლში სამართალდამცველებმა მიზანმიმართულად ჩადეს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულის მიმალვის საფრხე არ არსებობს,რაც მყარდება იმით, რომ ჭანტურია 8 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა.

„რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ გუშინ მედიით გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც თითქოს ჭანტურიას დის ხმა ისმის, ეს არის ფალსიფიცირებული და ჯერ კიდევ სასამართლოში წარმოდგენამდე გაავრცელეს. ამით შექმნეს ფონი, თითქოს ჭანტურიას შეხება ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან", - განაცხადა ადვოკატმა კეკენაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ხაშურში საპატრულო პოლიციის მანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც საავტომობილო გზაზე გადარბოდა
ქალაქ ხაშურში, საპატრულო პოლიციის მანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც საავტომობილო გზაზე გადარბოდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში, “ფეისბუქის“
EMC - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირთა სოციალური უფლებების რეალიზების საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირთა სოციალური უფლებების რეალიზების
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი, არადეკლარირებული საქონლის, კერძოდ ოქროს ნაკეთობების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა
ვალესა და გუგუთში ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის,
ვალეში, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
16-17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,ვალე“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ
პირი, რომელთანაც მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა, პოლიციამ დაკითხა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 16 აგვისტოს ღამით დოლიძის ქუჩაზე ნაცნობთან იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
მარიამ კუბლაშვილი - მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია
მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა საინტერესო და საოცარი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვის შემდეგ მისმა
ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვისას ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები
გამოკითხვაზე კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათთან მალხაზ მაჩალიკაშვილს,
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა