არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
სუს-ი - ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნილი რუსლან შავაძე დაკავებულია
17:09 10-08-2018
 სუს-ი - ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნილი რუსლან შავაძე დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული,1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს, - ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, რუსლან შავაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის. რუსლან შავაძეს სასჯელის სახით დაუსწრებლად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით, 344 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და რუსლან შავაძე, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაბინავდნენ ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი - იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულ იქნა შოაიფ ბორზიევი.

აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი. დაიჭრნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, გამოცხადებული იქნა ძებნა და მიმდინარეობდა აქტიური სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

არსებული ინფორმაციით, რუსლან შავაძემ 2016 წლის სექტემბერში, მწვანე ზოლის გამოყენებით სოფელ მარადიდის მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. რუსლან შავაძე მალევე შეურთდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდა საბძოლო მოქმედებებში.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ჩატაევმა დატოვა სირია-ერაყის ტერიტორია, რულან შავაძეც მასთან ერთად გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადვოკატი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორსული დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
 ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავა.
 ადვოკატი - გამომძიებლები დაინტერესდნენ, ვის გულისხმობდა მაჩალიკაშვილი იმ პირებში, ვისთან ერთადაც, განცხადების თანახმად, სუს-ის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის ქეთევან ჩუთლაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს კითხვები სხვა პირებთან კავშირზეც დაუსვეს. 
 ოთარ კახიძე - ბიზნესსექტორში ივანე ნაკაიძის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა იყო მისი როლი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით
ბიზნესსექტორში ივანე ნაკაიძის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა იყო მისი როლი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, - ამის
 მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა უკვე დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს
დიმიტრი ცქიტიშვილი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ბიძამ გვითხრა, რომ შსს-ს ხელმძღვანელებს შეხვდა და ოჯახს რეკომენდაცია მისცა, მისი დის შვილი პოლიციას ჩაბარებოდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით,
 ლევან გამყრელიძე - ხე-ტყის ის საამქროები, რომლებშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია, ეტაპობრივად გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, დღეს ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი
 ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას ვანო ნაკაიძეს გამოკითხავს.
 თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
დიდ დიღომში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ