არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
პროკურატურა გია ჭანტურიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს
20:15 10-08-2018
პროკურატურა გია ჭანტურიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პროკურატურა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სამართალდამცველებმა გ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 7 აგვისტოს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-ს ფინანსური და სხვა პირადი უთანხმოება გააჩნდა ქ. რუსთავში არსებულ ბაზრობის (შპს ,,ერთობა“) ერთ-ერთ მფლობელ - სამსონ ქუთათელაძესთან. აღნიშნული მიზეზით იგი 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 16:00-17:00 საათებში, ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა, სადაც სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, შეჰყვა მას სამუშაო ოთახში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამსონ ქუთათელაძე გ.ჭ.-ს მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადვოკატი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორსული დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
 ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავა.
 ადვოკატი - გამომძიებლები დაინტერესდნენ, ვის გულისხმობდა მაჩალიკაშვილი იმ პირებში, ვისთან ერთადაც, განცხადების თანახმად, სუს-ის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის ქეთევან ჩუთლაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს კითხვები სხვა პირებთან კავშირზეც დაუსვეს. 
 ოთარ კახიძე - ბიზნესსექტორში ივანე ნაკაიძის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა იყო მისი როლი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით
ბიზნესსექტორში ივანე ნაკაიძის გავლენის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, რა იყო მისი როლი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, - ამის
 მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა უკვე დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს
დიმიტრი ცქიტიშვილი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ბიძამ გვითხრა, რომ შსს-ს ხელმძღვანელებს შეხვდა და ოჯახს რეკომენდაცია მისცა, მისი დის შვილი პოლიციას ჩაბარებოდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით,
 ლევან გამყრელიძე - ხე-ტყის ის საამქროები, რომლებშიც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია, ეტაპობრივად გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, დღეს ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი
 ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას ვანო ნაკაიძეს გამოკითხავს.
 თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
დიდ დიღომში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ