არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
20-08-2017
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა
20:55 17-02-2017
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნატოს მხარდაჭერასა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე, ეფექტიან და ნატოსთან თავსებად ძალებად ჩამოყალიბებას.

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები და აღნიშნეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე და განხილული იქნა მისი განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს მომავალი სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებას.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები