არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
"ჯი პი სი" და "ექსპრესკლინიკა" გრიპის ეპიდემიისგან თავდაცვის საინფორმაციო კამპანიას იწყებენ
14:57 02-11-2010
ფარმაცევტული კომპანია "ჯი პი სი" და "ექსპრესკლინიკა" გრიპის ეპიდემიისგან თავდაცვის საინფორმაციო კამპანიას იწყებენ .
"ჯი პი სის" ინფორმაციით, კომპანიას საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ევროპული ვაქცინა შემოაქვს, რომელიც მომხმარებელს იცავს, როგორც გრიპის სეზონური ვირუსებისგან, ისე პანდემიური ე.წ ღორის გრიპის, H1N1 ვირუსისგან. ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია "ჯი პი სის" აფთიაქებში მდებარე "ექსპრესკლინიკაში".
ვაქცინაცია ერთჯერადია, ხოლო იმუნიტეტის ხანგრძლივობა - ერთი წელი. ვაქცინაციის ღირებულება "ექსპრესკლინიკაში" 25 ლარს შეადგენს.
"აცივებასთან ერთად, გრიპის ვირუსის აქტივობაც მატულობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპისგან თავის დაცვას ვაქცინაციის გზით ურჩევს. პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინაციის ჩატარება და გრიპის ეპიდემიისგან საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების დაცვა ყველას შეუძლია. გრიპის ვირუსი გადადის მარტივად, ვირუსის მატარებელ ადამიანთან უბრალო კონტაქტით, მაგ.: საუბრისას, ცემინების ან ხველების დროს. გარდა იმისა, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაავადების გავრცელებას და მის გართულებას, ვაქცინაცია ეკონომიურად ეფექტურია და ზოგავს მკურნალობის ხარჯებს",- განაცხადა ირმა ზივზივაძემ, ~ჯი პი სის~ ვაქცინაციის პორექტის ხელმძღვანელმა.
ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ მომხმარებელს გადაეცემა ტელეფონზე, მანქანაზე ან ტანსაცმელზე დასამაგრებელი სიმბოლო "სტიკერი", რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს ადამიანი უკვე ზრუნავს საკუთარ თავსა და გარშემო მყოფ ადამიანებზე და გრიპის ვირუსის მატარებელი არ არის.
ვაქცინაციას, საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე ზრუნვის მიზნით, "ჯი პი სის" 1000-მდე თანამშრომელი ჩაიტარებს.








მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გლდანის VII მიკრორაიონში, დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია
გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია
გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების მიმდებარედ, ხევში იყო გაჩენილი.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში უწყების ყველა ობიექტი დაცულია
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში უწყების ყველა ობიექტი დაცულია. ამის შესახებ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ნავთობსადენთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
გლდანში ხანძარი გაჩნდა
გლდანში ხანძარია. ცეცხლი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების მიმდებარედ, ხევზეა გაჩენილი. ცეცხლი დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე გამხმარ ბალახს უკიდია.
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა
პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა (80) ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თურქეთისა და ირანის წითელი ნახვარმთვარის საზოგადოებებს თხოვნით მიმართა, გამოეყოთ შესაბამისი ტექნიკა - ვერტმფრენები, ბორჯომის ხეობაში ხანძრის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დაზიანებამ
ილია მეორე - ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ
ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, პარაკლისის დროს განაცხადა.
რეგიონული განვითარების სამინისტრო - სოფელ დაბას მიმდებარედ, 6-7 ჰექტარის მანძილზე ცეცხლის კერების ლიკვიდაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელმა მოახდინეს
წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა, სოფელ დაბას მიმდებარედ, სავალ გზაზე ტყის მასივის მიმართულებით 6-7 ჰექტარზე გაჩენილი ცეცხლის კერების ლოკალიზება მოახდინეს,
მამუკა ხაზარაძე - “თიბისი ჯგუფი” დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი „თიბისი ჯგუფისა“ და კომპანია „ბორჯომის“ მიერ აღდგება. ეს განცხადება ბიზნესმენმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.