არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს
21:43 09-11-2010
თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი .
საუბარია იმ სკოლების დირექტორებზე, რომელთა მოსწავლეებმაც საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები დღეს საღამოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და რვავე მათგანი თანამდებობიდან დაითხოვეს.
ასევე, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, განათლების მინისტრის ზეპირი მითითება მიიღეს კერძო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა. თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათ.
გარდა ამისა, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, რომ თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის XII კლასების მოსწავლეებმა დღეს, საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც განათლების სამინისტროსკენ მსვლელობა მოაწყვეს. მოსწავლეებს მხარდაჭერა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამაც გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება
მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „ინტერპრესნისუს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ახალი ფილიალი ახალქალაქში
ქეთი ალექსიძე - დღეს გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების
სოფიო ხუნწარია - ბიბლიოთეკებში შეიქმნება პოზიცია „საპატიო წიგნის მცველი“, სადაც ასაკოვან თანამშრომლებს დაასაქმებენ
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა შესაძლოა,
PMC - კვლევის მიხედვით, ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანის საჭიროება გამოიკვეთა
თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი