
ჯილდოს გადასცემად თბილისს ეწვევა ავსტრიის თეატრების ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გეორგ შპრინგერი, ასევე წარმოდგენილი იქნება ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის საგანგებო წერილი პაატა ბურჭულაძის შესახებ და მისალოცი ტექსტი.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს, 12.00 საათზე. 14.00 საათზე კი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელოვნების სასახლის "უკვდავთა თაღში" საზეიმოდ გაიხსნება პაატა ბურჭულაძის ხელის ანბეჭდი.
ამასთან, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი "იავნანას" ინფორმაციით, ცნობილ მუსიკოსთა შორის აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვთ ფრენკ სინატრასა და ჰერბერტ ფონ კარაიანს.