არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
შავი ზღვის უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტში - ტემპუს MAHATMA მონაწილეობს
10:44 11-03-2015
შავი ზღვის უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტში - ტემპუს MAHATMA მონაწილეობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროკავშირის პროექტში - ტემპუს MAHATMA მონაწილეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შავი ზღვის უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი 2012 წლიდან მიმდინარეობს და ის ფინალურ სტადიაშია.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის ადმინისტრაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, პროექტის ადმინისტრაციული საბჭო საკოორდინაციო შეხვედრებს ატარებს, ისევე როგორც დამატებით ტრენინგ სესიებს თითოეულ ინდივიდუალურ ეტაპზე, რომლის მიზანია პროექტის განვითარების შეფასება.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ამ ეტაპზე შეხვედრა 2015 წლის 25-27 თებერვალს გერმანიის ქალაქ კობლენცში, ლანდაუს უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკუკლტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი: ასოც. პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძე; ასოც. პროფ. დოქტ. ირმა მესირიძე, და სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი ტაისია მუზაფაროვა ესწრებოდნენ.
სამდღიანი ტრენინგ სესია შეეხებოდა სწავლების თანამედროვე მეთოდებს და აღმოჩნდა ძალიან პროდუქტიული. ინტერაქტიული სესიების მსვლელობისას, პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მიდლსექს უნივერსიტეტი - ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; ბას სფას უნივერსიტეტი - ბასი, დიდი ბრიტანეთი; სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი - ერევანი, სომხეთი; ლანდუს უნივერსიტეტი - კობლენცი, გერმანია; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - თბილისი, საქართველო; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - თბილისი, საქართველო; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქუთაისი, საქართველო; შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბათუმი, საქართველო; სომხეთის სახელმწიფო ეკონომიური უნივერსიტეტი - ერევანი, სომხეთი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება
მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „ინტერპრესნისუს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ახალი ფილიალი ახალქალაქში
ქეთი ალექსიძე - დღეს გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების
სოფიო ხუნწარია - ბიბლიოთეკებში შეიქმნება პოზიცია „საპატიო წიგნის მცველი“, სადაც ასაკოვან თანამშრომლებს დაასაქმებენ
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა შესაძლოა,
PMC - კვლევის მიხედვით, ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანის საჭიროება გამოიკვეთა
თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი