არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
"თიბისი ბანკი" მიკრო და აგრობიზნესის დასახმარებლად ახალ სერვისებს შექმნის
15:50 20-03-2015
"თიბისი ბანკი" მიკრო და აგრობიზნესის დასახმარებლად ახალ სერვისებს შექმნის "თიბისი ბანკი" მიკრო და აგრობიზნესის დასახმარებლად ახალ სერვისებს შექმნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, ამ მიზნით ბანკი ითანამშრომლებს აგრო და მიკროფინანსების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და "თიბისი ბანკის" ექსპერტებთან ერთად შეისწავლიან საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა-დანერგვის შესაძლებლობას მიკრობიზნესის მწარმოებლებისთვის. სპეციალისტები საქმიანობას აპრილიდან დაიწყებენ.
"თიბისი ბანკის" ეს პროგრამა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან (REAP) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.
"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, აგრობიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროდუქციის პირველადი მწარმოებლებისთვის შემუშავდება საბრუნავი საშუალებების - სათესლე და სარგავი მასალის, მცენარეთა დაცვის, სასუქების, ტექნიკის მომსახურების ხარჯები და ა.შ. დაფინანსების სქემა, პროდუქციის შემსყიდველ საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე. მიკრობიზნესის წარმომადგენლებს ბანკი ასევე შეთავაზებს სესხისა და დეპოზიტების კომბინირებულ პროდუქტს.
საცალო ვაჭრობის რგოლისთვის შეიქნება საკრედიტო ბარათი და/ან საკრედიტო ხაზი, მოკლე ვადით, სეზონურად პროდუქციის შეძენის დაფინანსების მიზნით. აღნიშნული ტექნიკური დახმარება სრულად დაფინასდება USAID (REAP) პროექტის ფარგლებში. პროექტთან ბანკის თანამშრომლობა განსაზღვრულია 3 თვიანი ვადით.
"REAP-თან თანამშრომლობის შედეგად, "თიბისი ბანკი" შეძლებს, მიკრო და აგრო ბიზნესის მწარმოებლებისათვის, ასევე საცალო მოვაჭრეებისათვის მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას ისე, რომ მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაფართოება. "თიბისი ბანკის" ეს პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისა და მიკრობიზნესის განვითარებას საქართველოს რეგიონებში,"- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
არჩილ თალაკვაძე - სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამატებით სამუშაო მოძებნოს
სოციალური დახმარების პარალელურად, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოძებნოს დამატებით სამუშაო, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და სწრაფად დაძლიოს სიღარიბე,
მარიამ ჯაშმა მაღალი დონის საერთაშორისო სესიას უხელმძღვანელა
საქართველოს პარლამენტი ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნული ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) ერთად
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა
ნოდარ ხადური ლიეტუველ კოლეგას, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა.
იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს
ინტენსიური შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია შემცირებულია, - ამის შესახებ ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საზოგადოების „დაბოლებას“ განაგრძობენ, - ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის“
მაია ცქიტიშვილი - მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, - ამის შესახებ რეგიონული
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეხვედრა გამართეს.