არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
პაშა ბანკი - ბრიუსელის ბიზნესკონფერენციის სპეციალური პარტნიორი
08:20 28-04-2015
პაშა ბანკი - ბრიუსელის ბიზნესკონფერენციის სპეციალური პარტნიორი 27 აპრილს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და ევროსაბჭოს ეგიდით ქ.ბრიუსელში გაიმართა ბიზნესკონფერენცია.
პაშა ბანკი კონფერენციის სპეციალური პარტნიორი იყო.

ბიზნესკონფერენციის მთავარი თემა იყო „საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები“. მასზე განიხილებოდა საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები საქართველოში. კონფერენციას ესწრებოდა 65 ქართული და ევროპული მსხვილი, საშუალო და მცირე ორგანიზაცია სხვადასხვა სფეროდან.

კონფერენცია სიტყვით გახსნეს ბ-მა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ბ-მა ჯერარდ შუმან-ჰითცლერმა, დირექტორმა ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ პაშა ბანკის მხარდაჭერით საქართველოში ეკონომიკის განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას და როგორც ღონისძიების სპეციალურმა პარტნიორებმა, დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი, როგორც მსხვილი ინვესტორის წარმატებული გამოცდილება და ხაზი გავუსვით საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს, რამაც განაპირობა ორი წლის წინ პაშა ჰოლდინგის მხრიდან საქართველოში განხორციელებული დაახლ. $60 მილიონიანი ინვესტიცია კორპორატიული საბანკო მომსახურების უზრუნველმყოფი ფინანსური ინსტიტუტის, პაშა ბანკის, დაფუძნების მიზნით.“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა.

ბრიუსელის კონფერენცია ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომლებსაც პაშა ბანკმა გაუწია სპონსორობა ადგილობრივი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად. პაშა ბანკი იყო ასევე შემდეგი ღონისძიებების პარტნიორი:

- ბიზნეს განვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას.

- ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group.

- ოქროს ბრენდი 2014-ის პარტნიორი. ოქროს ბრენდი ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული, ის ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.