არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
საიას ოფისთან მშვიდობიანი ლოცვითი აქცია დასრულდა
13:15 08-07-2015
საიას ოფისთან მშვიდობიანი ლოცვითი აქცია დასრულდა თბილისში, ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისის წინ სხვადასხვა ტაძრების მრევლისა და სასულიერო პირების მშვიდობიანი ლოცვითი აქცია დასრულდა.
სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები. აქციის მონაწილეების განცხადებით, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები უნდა აიკრძალოს.
აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს შეკრებისა და გამოხატვის უფლება. ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ იმ ადამიანების უფლებები იქნება დარღვეული, რომლებიც დღეს აქციაზე შეიკრიბნენ, საია მზად არის მათაც უანგაროდ დაეხმაროს, ისევე როგორც სხვა ადამიანებს ეხმარება.
"ყველა ის დონორი, რომელთანაც საია თანამშრომლობს, ასევე აფინანსებს არაერთ სახელმწიფო უწყებებს და არაერთი პროექტი ხორციელდება მათი მხარდაჭერით. არ ვფიქრობ, რომ სერიოზულია საუბარი დაფინანსების შესახებ, განსაკუთრებით იმ დონორების მხრიდან, რომლებიც როგორც გითხარით, წლებია ასევე აფინანსებს მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს. ამ დაფინანსებით ჩვენ არაერთ მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. საია არის ის ორგანიზაცია, რომელიც ათობით ადამიანს უფასოდ ეხმარება, დევნილებს, ბავშვებს, ქალებს, პატიმრებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ვაწარმოებდით ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს. ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში სწორედ ამ დონორების დახმარებით მიგვაქვს საქმეები, როდესაც ხდება წამება, არასათანადო მოპყრობა. ამ თანხებს იყენებს ყოველთვის საია, როდესაც ადამიანებს უჭირთ და სჭირდებათ დახმარება", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
სხვადასხვა ეკლესიის სასულიერო მრევლმა და სასულიერო პირებმა მანამდე აქცია რუსთაველზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ოფისის წინ გამართეს და იგივე მოთხოვნები დააყენეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში ეჭვქვეშ არ აყენებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია ხორციელდება
სასტუმრო „რუმს თბილისში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა, უმნიშვნელოვანეს
პაატა იმნაძე - ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით,
გიორგი მიქაძე - შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც
შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც, - ამის შესახებ სურსათის
დიმიტრი ქუმსიშვილი - შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის
შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება,
კომპანია „მილკო“ - რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია
დედაქალაქის რამდენიმე ბაღში შეტანილი არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
მიხეილ ჩხენკელი 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ ინიცირებული შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება.
ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში