არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
დავით ნარმანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა
19:57 28-07-2015
დავით ნარმანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა თბილისის მერი დავით ნარმანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, ნარმანია თავშესაფარში ლონდონის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია "mayhew"-ს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ჩამოსული ვეტერინარები სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად დაგეგმილია სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ჩატარება. Internacional-ის წარმომადგენლებმა მონიტორინგის სააგენტოს მედიკამენტები, ვეტერინარული ინვენტარი, საოპერაციო იარაღები და პოსტოპერაციული ჭრილობის დამცავი რგოლები გადასცეს.
დავით ნარმანიამ მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. "გვეხმარება საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებს და ადგილზე ხდება სწავლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ცხოველების თავშესაფარი. მოვინახულეთ ცხოველები, ვნახეთ მათი მდგომარეობა და ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ხორციელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის განცხადებით, სააგენტო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად აპირებს.
"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტუმრად ეწვია საერთაშორისო ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეტ-პერსონალთან ერთად. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ისინი ატარებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს, ტრენინგებს, ძირითადად სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით. ისინი წინასწარ გაეცნენ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას, გადმოგვცეს ვეტერინარული აღჭურვილობა და სხვადასხვა სახის პრეპარატები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც აისახება ცხოველების პოპულაციის ჰუმანურად და სწორად მართვაზე", - განაცხადა თემურ ფხალაძემ.
გარდა ამისა, 29 ივლისიდან პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ეგვიპტიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, ტუნისიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსული მოხალისეები სააგენტოს თანამშრომლებს ცხოველების სადგომების დასუფთავებაში, მათთვის საკვებით უზრუნველყოფასა და გასეირნებაში დაეხმარებიან.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება
მტკიცედ გვწამს, რომ მთავრობებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა დარგების განვითარებისთვის - ბოლო წლებია ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ,
Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება
მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „ინტერპრესნისუს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ახალი ფილიალი ახალქალაქში
ქეთი ალექსიძე - დღეს გვაქვს შეხვედრა სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან, კოპენჰაგენი ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაა
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 დღეს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში წინა წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების
სოფიო ხუნწარია - ბიბლიოთეკებში შეიქმნება პოზიცია „საპატიო წიგნის მცველი“, სადაც ასაკოვან თანამშრომლებს დაასაქმებენ
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა შესაძლოა,
PMC - კვლევის მიხედვით, ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანის საჭიროება გამოიკვეთა
თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.