არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
19-02-2018
ფილარმონიაში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის მიერ პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
23:27 04-01-2016
ფილარმონიაში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის მიერ პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის მიერ პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტზე პატრიარქის "ალილუია" და პირველად შოთა რუსთაველის ლექსზე სიმღერა შესრულდა.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო პატრიარქის 83-ე წლისთავს მიეძღვნა. კონცერტი პატრიარქის საგალობლით "წმინდაო ღმერთო" შესრულებით დაიწყო. საღამოს სტუმრებს კინორეჟისორმა ქეთი დოლიძემ მიმართა და პატრიარქისადმი სამადლობელი წერილი წაიკითხა. ნაჩვენები იყო 9 აპრილისადმი მიძღვნილი ვიდეოჩანაწერიც. ასევე, ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა ჯემალ სეფიაშვილის ზოგიერთი სიმღერა ახალი ვერსიითაც შეასრულეს. კონცერტზე აღინიშნა, რომ კომპოზიტორმა 2007 წლის შემდეგ პირველად გამართა კონცერტი.
ქეთი დოლიძემ კომპოზიტორის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯემალ სეფიაშვილს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს სიტყვის მიმართ და დიდი პოეტების ლექსებს არჩევს, რათა მათ სიმღერით მოეფეროს. მისივე განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ ჯემალ სეფიაშვილმა თავისი კონცერტი პატრიარქის იუბილეს მიუძღვნა.
როგორც სცენაზე ჯემალ სეფიაშვილმა განაცხადა, კონცერტისთვის საგანგებოდ მომზადდა პროგრამა, რათა მეტი სიყვარული წამოსულიყო სცენიდან, რადგან "დღეს უწმინდესის დაბადების დღეა". ჯემალ სეფიაშვილმა სცენიდან რამდენჯერმე მიმართა პატრიარქს, რომ იგი განსაკუთრებულად უყვარს და პატრიარქს ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.
ისრაელში მოღვაწე მომღერალმა მორის ჯანაშვილმა სცენიდან წაიკითხა ისრაელის მთავარი რაბინის, დავით ლაუს წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი, სადაც ისრაელის მთავარი რაბინი, მისი ერის სახელით მიესალმება უწმინდესს და მშვიდობასა და კურთხევას უსურვებს. ამასთან, მორის ჯანაშვილმა პატრიარქს ისრაელიდან ჩამოტანილი ყანწი საჩუქრად გადასცა.
კონცერტის ბოლოს, შოთა რუსთაველის ლექსზე პირველად შესრულდა სიმღერა "სიყვარული გზად და ხიდად". ჯემალ სეფიაშვილმა აღნიშნა, რომ პაატა ნაცვლიშვილმა მას "ვეფხისტყაოსნიდან" ამონარიდი გაუგზავნა და სიმღერის დაწერა შესთავაზა. სცენაზე ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერა საპატრიარქოს გუნდმა, გორის ქალთა კაპელამ, ბავშვთა გუნდმა, ასევე ნუცა ბუზალაძემ და აჩიკო ნიჟარაძემ ავტორთან ერთად შეასრულეს.
სეფიაშვილმა სიმღერის ბოლოს აღნიშნა, რომ იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა და იგი მოხარულია, რომ ეს წელი შოთა რუსთაველის ლექსზე დაწერილი სიმღერის პრემიერით დაიწყო. ჯემალ სეფიაშვილმა მიმართა პატრიარქს, რომ ეს სიმღერა მას ეძღვნება.
აღნიშნული სიმღერის პრემიერის შემდეგ სცენაზე პატრიარქის "ალილუია" შესრულდა, რომლის დროსაც დარბაზში პატრიარქის აუდიოჩანაწერი ისმოდა და მასთან ერთად საპატრიარქოს გუნდი გალობდა.
პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. კონცერტს დაესწრნენ ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის სხვა წევრები, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი, თბილისის საკრებულოს წევრები.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქს ჯემალ სეფიაშვილმა დაბადების დღეზე კონცერტი მიუძღვნა

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
თბილისის საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს,
„თავისუფალი საქართველოს“ წევრები RMG GOLD-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრებიან
„თავისუფალი საქართველოს“ წევრები 20 თებერვალს, დმანისის მერიაში დანიშნულ RMG GOLD-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რამდენიმე ა(ა)იპ ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა) იპ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდული მედია კავშირი“,
მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს,
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი – ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს
საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს,
ილია წულაია - დეველოპერები კახა კალაძის ინიციატივას მოწონებით ხვდებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია მიესალმება დედაქალაქის მერის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მშენებლობებზე შრომის
გიორგი აბაშიშვილმა IHK შეფასების მისიასთან დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მიუნხენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის IHK შეფასების
აფბა - საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს
ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწოდებს, კომპანია
მიხეილ ჯანელიძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ევროპულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა გააქტიურდება
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იქნება კონკრეტული ღონისძიებები, პირველი რიგში, მიმართული იქნება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის
გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს შრაგა ბროშს შეხვდა.