არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
23-11-2017
გიორგი ღაღანიძე – მარტივი ლოგიკაა, რომ უმჯობესია გვყავდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელი
18:12 05-01-2016
გიორგი ღაღანიძე – მარტივი ლოგიკაა, რომ უმჯობესია გვყავდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელი მარტივი ლოგიკიდან უნდა ამოვიდეთ – ყოველთვის უმჯობესია გვყავდეს პრეზიდენტი, ვიდრე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის დოქტორმა გიორგი ღაღანიძემ არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის იმ მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შემცვლელის დანიშვნა შესაძლოა წლის ბოლომდე გაჭიანურდეს.
როგორც ღაღანიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დროულად შერჩევა "კარგი იქნება დონორებთან, სავალუტო ფონდთან და ყველასთან ურთიერთობაში".
"ძალიან კარგი იქნება, თუ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი გვეყოლება ახლავე. ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარე, პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტი შეჯერდა, შეთანხმდა და ისეთი კანდიდატურის წარდგენა მოხდა, რომლის პროფესიული, პიროვნული თვისებები ყველას აკმაყოფილებს და ის იქნება პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურა.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მისწრაფება, რომ ახლავე იყოს არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმურია. რასაკვირველია, ყოველთვის უმჯობესია გვყავდეს პრეზიდენტი, ვიდრე მოვალეობის შემსრულებელი, თანად არ დაგვავიწყდეს, რომ "მოვალეობის შემსრულებელსაც" – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსაც უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება", - განაცხადა ღაღანიძემ.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია დაწესებული
საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული,
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური
მეუფე გერასიმე - ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, მან პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნის შესახებ მედიისგან გაიგო.
ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული ტრადიცია ომბუდსმენის არჩევის პროცესში არასამთავრობოების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება
მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული ტრადიცია სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობოების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება,
თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმება სთხოვოს
თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმების თხოვნით მიმართოს.
სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი ბინის მეპატრონე - სანამ არ გადაწყდება, რომ კორპუსში შესვლა უსაფრთხოა, მანამდე სასტუმროში ვიქნებით
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის იმ სადარბაზოს მცხოვრები, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, აცხადებს, რომ საკუთარი ბინის
ისნის გამგებელი - სპეცოპერაციისას სამი სართულია დაზიანებული, ამ დროისთვის მოგვმართა 12-მა ოჯახმა, გუშინ სასტუმროში განთავსდა სამი ოჯახი
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ყველა იმ ოჯახის შესახებ ინფორმაციას შეისწავლიან, რომლებსაც სპეცოპერაციის
კახა კალაძის ინფორმაციით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება.
პატრიარქი - საქართველომ გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა - ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი
ორივე მხარეს არის მსხვერპლი, ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის
მეუფე შიო პატრიარქის მოსაყდრეობაზე - ვღელავ, რამეთუ ეს არის უდიდესი ჯვარი - ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის
მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განუცხადა,