არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძის შემცვლელს იანვრის ბოლომდე დაასახელებს
12:39 06-01-2016
პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძის შემცვლელს იანვრის ბოლომდე დაასახელებს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დაასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, იქამდე დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების ფარგლებში კანდიდატურების განხილვა გაგრძელდება.
რაც შეეხება იმას, რამდენად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს, აბაშიშვილის თქმით, "ვერ იქნება გამართლებული ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება".
"ცხადია, საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე. მივასალმებით ამ თვალსაზრისით პროფესიულ დისკუსიას, მაგრამ არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, არ იქნება და ვერ იქნება გამართლებული ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება.
კანდიდატურები წარმოდგენილია, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტი იანვრის ბოლომდე დაასახელებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის თავმჯდომარესა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის თებერვალში უფლებამოსილების ვადა ეწურება. "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის კომპეტენცია საქართველოს პრეზიდენტს აქვს და მათ პარლამენტი სწორედ ქვეყნის პირველი პირის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და 7-წლიანი ვადით ირჩევს. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით უშუალოდ საბჭოს შემადგენლობიდან.
ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 7 წლიანი ვადა სხვადასხვა დროს ეწურებათ, შესაბამისად გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ საბჭოში მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდება და საბჭო დანარჩენი - 6 კაციანი შემადგენლობით კვლავ უფლებამოსილი იქნება მუშაობა გააგრძელოს. წლის ბოლოს ეწურება უფლებამოსილების ვადა საბჭოს კიდევ სამ წევრს: არჩილ მესტვირიშვილს, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი, ისე მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამტკიცების საკითხი 2016 წლის ბოლომდე გაჭიანურდეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევას კონსულტაციების გზით აპირებს. როგორც პრეზიდენტის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და თავად საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაიმართება. კონსულტაციების ფარგლებში აბაშიშვილმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი ქადაგიძის შემცვლელს იანვრის ბოლომდე დაასახელებს - მარგველაშვილის ინიციატივას ექსპერტები აფასებენ
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა. ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო
 მეუფე შიო - რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს
რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, - ამის შესახებ სრულიად
 მეუფე შიო - სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, გინებას
სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას,
 გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწევს
2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს
 ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვის მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევითაა შესაძლებელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა დაათვალიერა და ჟურნალის „ველური ბუნება“ ახალი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო.
 კაჭრეთში სემინარი „მედია და გენდერული თანასწორობა“ გაიმართა
კაჭრეთში, ჟურნალისტებისათვის თემაზე „მედია და გენდერული თანასწორობა“ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელშიც თხუტმეტი სხვადასხვა სატელევიზიო, ბეჭდური
 ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს
ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, დღეს,
გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა
გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად
თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს გარბენი „თბილისი“გაიმართება
თბილისის მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ