არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე ისევ შეზღუდვები მოქმედებს
15:34 06-01-2016
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე ისევ შეზღუდვები მოქმედებს ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ55-კმ152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზაზე.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაურისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გლდანის VII მიკრორაიონში, დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია
გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია
გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების მიმდებარედ, ხევში იყო გაჩენილი.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში უწყების ყველა ობიექტი დაცულია
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში უწყების ყველა ობიექტი დაცულია. ამის შესახებ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ნავთობსადენთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
გლდანში ხანძარი გაჩნდა
გლდანში ხანძარია. ცეცხლი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების მიმდებარედ, ხევზეა გაჩენილი. ცეცხლი დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე გამხმარ ბალახს უკიდია.
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა
პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა (80) ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თურქეთისა და ირანის წითელი ნახვარმთვარის საზოგადოებებს თხოვნით მიმართა, გამოეყოთ შესაბამისი ტექნიკა - ვერტმფრენები, ბორჯომის ხეობაში ხანძრის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დაზიანებამ
ილია მეორე - ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ
ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, პარაკლისის დროს განაცხადა.
რეგიონული განვითარების სამინისტრო - სოფელ დაბას მიმდებარედ, 6-7 ჰექტარის მანძილზე ცეცხლის კერების ლიკვიდაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელმა მოახდინეს
წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა, სოფელ დაბას მიმდებარედ, სავალ გზაზე ტყის მასივის მიმართულებით 6-7 ჰექტარზე გაჩენილი ცეცხლის კერების ლოკალიზება მოახდინეს,
მამუკა ხაზარაძე - “თიბისი ჯგუფი” დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი „თიბისი ჯგუფისა“ და კომპანია „ბორჯომის“ მიერ აღდგება. ეს განცხადება ბიზნესმენმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.