არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ილია მეორე – ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა
08:46 07-01-2016
ილია მეორე – ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს. პატრიარქი განმარტავს, რომ ლოცვა სინანული, ღმერთთან საუბარი და მის წინაშე სულისა და გულის განფენაა.
"ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის. აი, როგორ გვარიგებს მოციქული: ,,უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს... და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას". მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან ,,სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა". ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი ,,სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება", - აღნიშნავს უწმინდესი.
ილია მეორის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ.
"ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: ,,გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, _ აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: ,,ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, _ სანახევროდ; ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე. მდიდარი ხარ? _ მოწყალება უხვად გაეცი. თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე... თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ. ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის. აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი." რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს", - ბრძანებს ილია მეორე.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქის 2016 წლის საშობაო ეპისტოლეს სრული ჩანაწერი


იხილეთ: "პატრიარქის საშობაო ეპისტოლე"
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემების
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4488 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4488 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა
ლაგოდეხში ხვალ ადგილობრივ ბიზნეს-სუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება
ლაგოდეხში ხვალ ადგილობრივ ბიზნეს-სუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
გიორგი კვირიკაშვილი ქართველი მოჭადრაკის ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი მოჭადრაკის ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამირან გამყრელიძე - ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით გამორჩეული არ არის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,
1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული მებრძოლების ნეშტს 26 აპრილს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან