არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
პატრიარქი მრევლს ერთმანეთის მოსმენას და კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმას ურჩევს
08:38 07-01-2016
პატრიარქი მრევლს ერთმანეთის მოსმენას და კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმას ურჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ერთმანეთის მოსმენას და კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმას ურჩევს . შესაბამისი რჩევით უწმინდესი მართლმადიდებლებს საშობაო ეპისტოლეში მიმართავს.
"უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები: ,,ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით."
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!
ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს", - აცხადებს უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქის 2016 წლის საშობაო ეპისტოლეს სრული ჩანაწერი


იხილეთ: "პატრიარქის საშობაო ეპისტოლე"
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თსუ-ში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი იწყება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, 24 აპრილს ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს.
პარლამენტარმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგო
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად,
დედამიწის საერთაშორისო დღე „ჯორჯიან მანგანეზმა“ ნერგების დარგვითა და დასუფთავების აქციით აღნიშნა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდა.
თბილისის საკრებულოს წევრები გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“ შეუერთდნენ
დედამიწის დღის აღსანიშნავად თბილისის საკრებულოს წევრებმა ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
ელიზაბეთ რუდიმ და კახა კალაძემ „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ამერიკის საელჩოს მიერ
თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს
300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიების განცხადებას,
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისთვის ესსეების კონკურსი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი