არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4767
EUR
1 EUR
3.0558
RUB
100 RUB
4.3679
21-02-2018
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 3 %-ით, 2017-ში – 4,5 %-ით, 2018 წელს კი – 5 %-ით გაიზრდება
11:15 08-01-2016
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 3 %-ით, 2017-ში – 4,5 %-ით, 2018 წელს კი – 5 %-ით გაიზრდება მსოფლიო ბანკი 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 0,5%-ით მეტია წინა წლის 2,5%-იან ზრდის პროგნოზთან შედარებით.
ეკონომიკური პორტალის BPN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები" არის ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-მდე გაიზრდება, 2018 წელს კი 5,0%-ს მიაღწევს. ამასთან ერთად, ანგარიშის თანახმად, მცირედით გაიზრდება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2016 წელს და 2,9%-ს შეადგენს. 2015 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2,4% იყო.
"განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკები 2016 წელს საშუალოდ 4,8%-ით გაიზრდება 2015 წლის 4,3%-იან მაჩვენებელთან შედარებით. 6,9%-დან 6,7%-მდე შენელდება ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, 2,5%-დან 2,7%-მდე გაიზრდება აშშ-ის ეკონომიკა, რუსეთი და ბრაზილია კი კვლავ რეცესიის მდგომარეობაში დარჩებიან", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, 1,5%-დან 1,7%-მდე გაიზრდება ევროზონის ეკონომიკა. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარების შენელებულმა ტემპებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მიზნის მიღწევასა და საყოველთაო კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე.
"მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის 40%-ზე მეტი ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, სადაც 2015 წელს ზრდა შენელდა. აუცილებელია, რომ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პირობებში, განვითარებადმა ქვეყნებმა ყურადღება გაამახვილონ მდგრადობის ამაღლებასა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე. მმართველობის სფეროს რეფორმირებამ და ბიზნესის წარმოებისთვის პირობების შექმნამ შესაძლოა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი სარგებელი და დააბალანსოს ზეგავლენა, რაც მსხვილ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებიით არის გამოწვეული", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თსუ–ში საზეიმო ღონისძიება გაიმართება
მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს თსუ–ში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის
ქართველი ვარსკვლავები 3 მარტს გალა-კონცერტს გამართავენ
დედის დღეს, 3 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი ვარსკვლავები ქველმოქმედების იდეის გარშემო გაერთიანდებიან.
დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდისგან“ ყველაზე მეტი დაფინანსება ენერგეტიკის სექტორს აქვს
„საპარტნიორო ფონდისგან“ ყველაზე მეტი დაფინანსება ენერგეტიკის სექტორს აქვს. ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“
 დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდში“ 18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების განვითარება მოხდება
„საპარტნიორო ფონდში“ 18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების განვითარება
დავით საგანელიძე - ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათასს, ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში
დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ
საავიაციო ფორუმს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის
სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე საავიაციო ფორუმს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია
„ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი - ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას
ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა
დავით საგანელიძე - აპრილიდან საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება
აპრილიდან საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება, მათგან 80 კი უკვე გადის სპეციალურ გადამზადებას, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის"