არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
23-11-2017
ალექსიძის ქუჩაზე მშენებლობის პროექტის დარღვევისთვის კომპანიას 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
13:48 09-01-2016
ალექსიძის ქუჩაზე მშენებლობის პროექტის დარღვევისთვის კომპანიას 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა #1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესიდან გამომდინარე, განცხადებას ავრცელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დეველოპერული კომპანია "აპექს ჯგუფი" აწარმოებს, რომლის მიმართაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარმოება პროექტის დარღვევისა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით აქვს დაწყებული.

თბილიის მერიის ინფორმაციით, პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე დაეკისრა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

"გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქ. #5 ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საკითხი განხილულ იქნა ზონალური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია "აპექს ჯგუფმა" უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებული სივრცის, სკვერის გაშენება", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერია მზაობას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე ღია დისკუსიის გასამართად ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო ინვესტორისა და დეველოპერული კომპანიის ჩართულობით.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია დაწესებული
საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული,
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური
მეუფე გერასიმე - ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, მან პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნის შესახებ მედიისგან გაიგო.
ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული ტრადიცია ომბუდსმენის არჩევის პროცესში არასამთავრობოების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება
მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული ტრადიცია სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობოების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება,
თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმება სთხოვოს
თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმების თხოვნით მიმართოს.
სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი ბინის მეპატრონე - სანამ არ გადაწყდება, რომ კორპუსში შესვლა უსაფრთხოა, მანამდე სასტუმროში ვიქნებით
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის იმ სადარბაზოს მცხოვრები, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, აცხადებს, რომ საკუთარი ბინის
ისნის გამგებელი - სპეცოპერაციისას სამი სართულია დაზიანებული, ამ დროისთვის მოგვმართა 12-მა ოჯახმა, გუშინ სასტუმროში განთავსდა სამი ოჯახი
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ყველა იმ ოჯახის შესახებ ინფორმაციას შეისწავლიან, რომლებსაც სპეცოპერაციის
კახა კალაძის ინფორმაციით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება.
პატრიარქი - საქართველომ გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა - ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი
ორივე მხარეს არის მსხვერპლი, ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის
მეუფე შიო პატრიარქის მოსაყდრეობაზე - ვღელავ, რამეთუ ეს არის უდიდესი ჯვარი - ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის
მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განუცხადა,