არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
"იმედი" - აბაშიძეების ოჯახის მტკიცებით, სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო
14:33 09-01-2016
"იმედი" - აბაშიძეების ოჯახის მტკიცებით, სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო აბაშიძეების ოჯახის მტკიცებით, სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო. როგორც ტელეკომპანია "იმედს" ეკა აბაშიძემ განუცხადა, აღნიშნული ტილო მის ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა.
"მას ჰქონდა უზარმაზარი ოქროსფერი ჩარჩო. ყველამ იცის, რომ ეს ნახატი იყო ჩვენს ოჯახში და ჩვენი იყო. მე ვიცი ინიციალები, რითაც შეიძლება ამ ნახატის ამოცნობა", - აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, ყველამ იცოდა, რომ აბაშიძეები ამ ნახატს ყიდდნენ.

"ყველა გადამყიდველმა და ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ამ ნახატს ვყიდდით. ბოლოს მოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ამ ნახატს თურქეთში გავყიდითო. თანხა იმ პერიოდში სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა და ამიტომ მივეცით ამ ხალხს ეს გასაყიდად", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.
როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, როდესაც მიიღო ტილოს გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება, შეაფასებინეს ნახატი და სავარაუდო ღირებულება დადგინდა 80 ათასიდან 100 ათას დოლარამდე. აბაშიძის თქმით, როცა მის ოჯახში ნახატის ყიდვის მსურველები მივიდნენ, მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
"ჩვენ შევთანხმდით რაღაც თანხაზე იმიტომ, რომ სასწრაფოდ იყო ფული გადასახდელი, ანუ ეს იყო 37 ათასი დოლარი. რეალურად გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი არ მახსოვს. წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს ეს სურათი. ეს ადამიანი სულ გვეკონტაქტებოდა ტელეფონით, მაგრამ გვატყუებდა, აი თურქეთშიაო ამბობდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოგეხმარებით, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ნახატი. არაფერი არ გვინდა, გვინდა ჩვენი ნახატი", - განაცხადა აბაშიძემ.

როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, ოჯახმა სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც. მისივე თქმით, ხელშეკრულების ხელმომწერ პირს დააკისრეს თანხის გადახდა, თუმცა რადგან მის სახელზე არ იყო არაფერი გაფორმებული, მას მხოლოდ მანქანა დაუყადაღეს.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან.

იხილეთ ვიდეო: "გადაგვიხადეს 7 ათასი და გაიტაცეს ეს სურათი" - ქართველი ოჯახის მტკიცებით, ვან დეიკის ნახატი მათი საკუთრებაა
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თსუ-ში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი იწყება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, 24 აპრილს ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს.
პარლამენტარმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგო
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად,
დედამიწის საერთაშორისო დღე „ჯორჯიან მანგანეზმა“ ნერგების დარგვითა და დასუფთავების აქციით აღნიშნა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდა.
თბილისის საკრებულოს წევრები გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“ შეუერთდნენ
დედამიწის დღის აღსანიშნავად თბილისის საკრებულოს წევრებმა ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
ელიზაბეთ რუდიმ და კახა კალაძემ „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ამერიკის საელჩოს მიერ
თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს
300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიების განცხადებას,
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისთვის ესსეების კონკურსი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი